პრეზიდენტის წინააღმდეგ სარჩელს დღეს შეიტანენ
სამართალი - 11:34, 24 May, 2013     893



საია გამოეხმაურა მიმდინარე წლის 10 მაისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებთან გამართულ შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოთქმულ შეფასებას.

 

საიაში აცხადებენ, რომ კერძოდ, მედია საშუალებებით გავრცელებულ აუდიოჩანაწერში პრეზიდენტი აცხადებს შემდეგს: "ის, რომ ხალხს ქუჩაში ხოცავდნენ, იმავე სერიიდანაა, მე რომ ძუძუებს ვაჭამდი. სად ხოცავდნენ ხალხს ქუჩაში ჩემი მთავრობის დროს? 37 რჩეული ვაჟკაცი მოგვიკლესო - ვინ რჩეული ვაჟკაცი, ვაზაგაშვილი? ვაზაგაშვილს ჰქონდა ორი ავტომატი და მიდიოდა სხვების დასახოცად". ინტერნეტსივრცეში ასევე გავრცელდა ერთ-ერთი სტუდენტის ინტერვიუ ჟურნალისტთან, რომელმაც პრეზიდენტთან შეხვედრის დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა. ინტერვიუში სტუდენტი აცხადებს, რომ მან დარბაზი დატოვა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა "ის ახალგაზრდები, რომლებიც შეიწირა რეჟიმმა კვლავ მოიხსენია მკვლელებად, კერძოდ-ვაზაგაშვილი, აფრასიძეები".

 

"ზემოაღნიშნულ აუდიოჩანაწერში პრეზიდენტი ცალსახად, მტკიცებით ფორმაში, ამბობს, რომ "ვაზაგაშვილს ჰქონდა 2 ავტომატი და მიდიოდა სხვების დასახოცად". ამ ფრაზის თქმით იგი ზ.ვაზაგაშვილს აბრალებს დანაშაულის ჩადენას. ფაქტია, რომ პრეზიდენტის მიერ სტუდენტებისადმი მიწოდებული ინფორმაცია არ ასახავს გამოძიების მიერ დადგენილ ფაქტებს.

 

საქართველოს კონსტიტუციისა და სისხლის სამართლის კანონმდებლობის თანახმად, ის გარემოება ჩაიდინა თუ არა რომელიმე პირმა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული რაიმე სახის დანაშაული, შეიძლება დადგინდეს მხოლოდ კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით. პრეზიდენტის მტკიცება იმასთან დაკავშირებით, რომ "ვაზაგაშვილს 2 ავტომატი ჰქონდა და მიდიოდა სხვების დასახოცად", გამოძიებით მიერ დადგენილ ფაქტებს არ ეფუძნება.

 

ასევე გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ 2006 წლის 2 მაისს კორტებთან განხორციელებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით დღემდე მიმდინარეობს გამოძიება სხვადასხვა მიმართულებით. შესაბამისად, პრეზიდენტის ზემოაღნიშნული ტიპის გამონათქვამები აღნიშნული საქმის გამომძიებლების მიერ შესაძლებელია გარკვეული სახის ფსიქოლოგიურ ზეწოლად აღიქმებოდეს.

 

უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევასთან ერთად, სამწუხაროდ, პრეზიდენტმა არც ის გაითვალისწინა თუ რა სიმძიმის მორალურ ზიანს მიაყენებდა მისი ზემოაღნიშნული გამონათქვამები გარდაცვლილი ზურა ვაზაგაშვილის ოჯახის წევრებს. საია, ზ. ვაზაგაშვილის მშობლების მომართვის საფუძველზე, სარჩელით მიმართავს თბილისის საქალაქო სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ ზურა ვაზაგაშვილის პატივისა და ღირსების შელახვის ფაქტზე", - აცხადებენ საიაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42