პრეზიდენტმა ქართული პროდუქციის პოპულარიზაციის მიზნით კამპანია „მოითხოვე ქართული“ დაიწყო
ბიზნესი & ეკონომიკა - 20:47, 12 Jan, 2017     4066
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ქართული პროდუქციის პოპულარიზაციის მიზნით კამპანია „მოითხოვე ქართული“ დაიწყო. ამ კამპანიით პრეზიდენტი მოძრაობა KAR.GE-ს და ფოტოგრაფ გოგა ჩანადირის ინიციატივას „იყიდე ქართული“ შეუერთდა.

კამპანიის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი დღეს შიდა ქართლში და მცხეთა - მთიანეთში 4 საწარმოს ეწვია.

„კამპაში“ „კულაში“ და „ქარელის ხილის“ კომპანიაში პრეზიდენტმა თავად უმასპინძლა ჟურნალისტებს, ქართული სასაუზმე კონსერვები დააგემოვნა და პროდუქციის წარმოების პროცესში ჩაერთო.

საოკუპაციო ხაზთან, სოფელ დვანში მდებარე კომპანია „დინასტიაში“, კი, გიორგი მარგველაშვილი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა, თავად შეფუთა დაფასოებული ჩირი, ტყლაპი, ჩურჩხელა და მის ეტიკეტირებაში მიიღო მონაწილეობა.

“სოფელ დვანში, სულ ახლოს საოკუპაციო ზოლთან გოგა ჩანადირთან და ტარიელ ზივზივაძესთან ერთად, მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა იმ ინიციატივას, რომელსაც ჩვენ დავუჭირეთ მხარი - ეს არის ამ ადამიანების მიერ დაწყებული ინიციატივა, ეს არ არის პრეზიდენტის ინიციატივა, არამედ საზოგადოებისაა, რომელსაც ჩვენ მხარი დავუჭირეთ.

ინიციატივა მდგომარეობს შემდეგში - ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყნის წარმოება, მოვითხოვოთ ქართული იქ, სადაც მივდივართ პროდუქტის შესაძენად და ვიცოდეთ, რომ ამით ჩვენ ვაძლიერებთ ქვეყნის ეკონომიკას, ვაძლიერებთ იმ ადამიანებს, რომლებიც დასაქმებულები არიან ქართულ წარმოებაში, ვქმნით სამუშაო ადგილებს, ვეხმარებით სავალუტო სირთულეების დაძლევაში და იმედს ვაძლევთ ერთმანეთს, რომ ერთად დგომით შეგვიძლია გავაძლიეროთ ერთმანეთი. კიდევ ერთხელ, როდესაც მიხვალთ მაღაზიასა და სუპერმარკეტში, მოითხოვეთ ქართული პროდუქცია”, - განაცხადა მარგველაშვილმა.

ქართული პროდუქციის პოპულარიზაციის მიზნით დაწყებული კამპანია „მოითხოვე ქართული“ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გაგრძელდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42