ანჯელინა ჯოლიმ და ბრედ პიტმა კომპრომისს მიაღწიეს და პირველი ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.
განცხადების თანახმად, მსახიობებმა გადაწყვიტეს, რომ განქორწინებასთან დაკავშირებული დეტალები გაასაიდუმლოონ და ამით შვილების უსაფრთხოება უზრუნველყონ.
41 წლის ანჯელინა ჯოლიმ და 53 წლის ბრედ პიტმა კომპრომისს მიაღწიეს – ყოფილმა
„მხარეებმა ხელი მოაწერეს მათი ოჯახისა და შვილების ხელშეუხებლობის თემას, რაც სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის კონფიდენციალურობას გულისხმობს. მშობლები ამ პროცესში საერთო ფრონტიდან იბრძოლებენ“ – ნათქვამია პიტი-ჯოლის განცხადებაში.
აღნიშნული ინიციატივით თავად ბრედ პიტი გამოვიდა, თუმცა მაშინ ჯოლის ადვოკატებმა განაცხადეს, რომ ამ გზით პიტს „სიმართლის“ დამალვა უნდოდა. თუმცა, მოგვიანებით, ჯოლი ყოფილი მეუღლის ინიციატივას დაეთანხმა.
ანჯელინა ჯოლის და ბრედ პიტის 12 წლიანი ურთიერთობის დანგრევის ერთ-ერთ ვერსიად თავიდანვე ბავშვები დასახელდა. კერძოდ ბავშვების აღზრდაში ბრედის მეთოდები. შემდეგ კი ცნობილი გახდა, რომ ჯოლიმ პიტთან დაშორების გადაწყვეტილება, ბრედის მიერ მათი ერთ-ერთი შვილის მედოქსის ცემის გამო მიიღო.
გავრცელებული ცნობით, წყვილი შვილებთან ერთად საფრანგეთიდან ლოს ანჯელესში კერძო თვითმფრინავით მიფრინავდა. 15 წლის მედოქსთან კამათისას ბრედმა მას ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი ხელი გაარტყა.
თუმცა, FBI-მ და ბავშვთა და ოჯახის საკითხებზე ლოს ანჯელესის სოციალურმა დეპარტამენტმა გამოძიების შედეგად აღნიშნული ფაქტი არ დაადასტურა და მსახიობის წინააღმდეგ აღძრული საქმე დახურა.
ცნობილი გახდა ისიც, რომ ბრედ პიტმა და ანჯელინა ჯოლიმ შვილების საცხოვრებელი ადგილის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს.
შეთანხმების თანახმად, ბავშვები დედასთან იცხოვრებენ, პიტი კი მათ ”თერაპევტული ვიზიტებით” ეწვევა.
მანამდე მედია წერდა, რომ პიტმა ბავშვების მეურვეობაზე ჯოლისთან ერთად თანაბარი უფლებები მოითხოვა.
გავრცელებული ცნობით, ბრედპიტმა ანჯელინას გადაწყვეტილების შესახებ არაფერი იცოდა და დოკუმენტაციის შევსების დღეს გაიგო.
ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის რომანი 2005 წელს, ფილმ "მისტერ და მისის სმიტების" გადაღებაზე დაიწყო, რომელშიც მსახიობები მთავარ როლებს ასრულებდნენ.
წყვილს 6 შვილი ჰყავს. აქედან სამი ნაშვილებია. ბრედმა ანჯელინას 3 ნაშვილები ბავშვი მედოქს ჩივანი (05.08.01წ.), პაქს ტიენი (29.11.03წ.), ზაჰარა მარლი (08.01.05წ.) იშვილა.
თანაცხოვრების პერიოდში კი მათ სამი შვილი გაუჩნდათ შაილო ნუველი (27.05.06წ), ტყუპები –ნოქს ლეონი და ვივიენ მარშელინი (12.07.08წ.)
ანჯელინა და ბრედმა 2014 წელს იქორწინეს.
მასალის გამოყენების პირობები






