„სამთავრობო პროგრამებით შევქმენით ქართული პროდუქტი, რომელიც არის ხარისხიანი და კონკურენტუნარიანი“- გახარია
ბიზნესი & ეკონომიკა - 16:00, 12 Jan, 2017     1243
„აწარმოე საქართველოში“ სწრაფი განვითარებისთვის“ - ამ სახელწოდებით 2017 წლიდან ერთი ქუდისა და ბრენდის ქვეშ გაერთიანდება ყველა ის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც საქართველოში მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობაზე, ქართული პროდუქციის პოპულარიზაციასა და ექსპორტის ზრდაზეა ორიენტირებული. განახლებული პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია საზოგადოებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი გახარიამ გააცნო. ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ბენეფიციარები, ასევე სამთავრობო და კერძო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

როგორც პრეზენტაციაზე ითქვა, „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ბრენდის ქვეშ გაერთიანდება ეკონომიკის სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტოსა და საქართველოს საპარტნიორო ფონდის მეწარმეობის ხელშეწყობისთვის არსებული პროექტები („აწარმოე საქართველოში,“ ერთიანი აგროპროექტი, მიკრო და მინი გრანტები, „სტარტაპ საქართველო,“ შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი, დამწყები ბიზნესის ხელშემწყობი პროგრამა, „დანერგე მომავალი“ და ა.შ.)

„პროგრამა ,,აწარმოე საქართველოში“ და მეწარმეობის მხარდაჭერის სხვა სახელმწიფოს მიერ ინიცირებული პროგრამები გარკვეულ ეტაპზე მივიდნენ და გადადიან შემდეგ ეტაპზე. რა არის აქ მნიშვნელოვანი და რატომ გადავდივართ შემდეგ ეტაპზე? გადავდივართ იმიტომ, რომ ჩვენ უკვე შევქმენით და მივაღწიეთ განვითარების რაღაც დონეს, როდესაც ქართული საწარმოები ქმნიან კონკურენტუნარიან ქართულ პროდუქტს. შესაბამისად, ვთვლით, რომ შემდგომი ეტაპი უნდა იყოს ასეთი საწარმოების ხელშეწყობის პროგრამების მიზნობრიობის გაზრდა, მათი ურთიერთსტრუქტურირების ხარისხის გაზრდა, რათა სინერგიის ეფექტის საშუალებით სახელმწიფოს მიერ დახარჯული თითოეულმა თეთრმა მოიტანოს უფრო მეტი ეფექტი“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მინისტრის თქმით, „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ერთიანი ქუდის ქვეშ დაგეგმილია სახელმწიფო მხარდაჭერის უკეთესი სტრუქტურიზება/სეგმენტირება და ეკონომიკის საჭიროებებზე უფრო უკეთ მორგება; ტექნიკური დახმარების გაძლიერება (პროექტების დახვეწაში დახმარება, საინფორმაციო მხარდაჭერა, მენტორინგი); სესხების გაცემა მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში; ასევე „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში ახალი, ინფრასტრუქტურის კომპონენტის დამატება, რომელიც გულისხმობს მეწარმეებისთვის მომიჯნავე ინფრასტრუქტურის მოწყობაში მხარდაჭერას ინდუსტრიული და სასტუმროების განვითარების მიმართულებით.

„ეს ყველაფერი გვაძლევს საშუალებას, რომ პოზიტიური მასშტაბირების ეფექტი იყოს უფრო დიდი. ჩვენ უკვე შეგვიძლია მოსახლეობას მოვუწოდოთ, რომ სხვა პროდუქტებთან თანაბარ პირობებში იყიდეთ ქართული, რადგან ის არის კარგი და კონკურენტული. ყველა ჩვენგანს შეუძლია ამ საქმეში შეიტანოს საკუთარი წვლილი - ზოგს ინტერნეტსივრცეში, ზოგს შესყიდვებში, ზოგს შეუძლია იმოგზაუროს რეგიონებში და ქართული პროდუქციის პრომოცია გააკეთოს. ყველამ უნდა შევქმნათ პოზიტიური მოლოდინები, რომ შესაძლებელია საქართველოში წარმოებული პროდუქტი იყოს ხარისხიანი, კონკურენტუნარიანი დ მას მხარი დავუჭიროთ“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრეზენტაციაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ორი წელია წარმატებით ხორციელდება და მან მიაღწია ძირითად მიზანს - საქართველოში შეიქმნა ქართული პროდუქტი, ადგილობრივი კომპანიები უკვე უშვებენ მაღალხარისხიან, კონკურენტუნარიან ნაწარმს, რომელსაც შეუძლია ჩაანაცვლოს იმპორტი და ღირსეული ადგილი დაიმკვიდროს საექსპორტო ბაზრებზე.

სწორედ ამ პროდუქციის ხელშეწყობის მიზნით, თბილისის მერიის მხარდაჭერით, ქალაქში შერჩეულ ლოკაციებზე იგეგმება „საკვირაო გამოფენა-გაყიდვების“ ორგანიზება, სადაც საქართველოში ნაწარმოები ხარისხიანი პროდუქცია გაიყიდება.

გარდა ამისა, „აწარმოე საქართველოში“ ბრენდის ქვეშ მსხვილ ჰიპერმარკეტებსა და სხვა სავაჭრო ობიექტებში მოეწყობა ქართული პროდუქტის სადემონსტრაციო, ბრენდირებული კუთხეები და დახლები.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო და ასევე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო, ეკონომიკის სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობის ფარგლებში თანხმდებიან, რომ ხელს შეუწყობენ საჯარისო ნაწილებსა და პენიტენციალურ სისტემებში ქართული პროდუქტის მოხმარების ამაღლებას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42