ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუკი რუსეთი პასუხისმგებლობას აიღებს კიბერშეტევებზე, რას ეტყოდა პუტინს, ტრამპმა განაცხადა:
„ის ამას არ უნდა აკეთებდეს და ამას არ გააკეთებს. როდესაც ქვეყნის სათავეში მოვალ, რუსეთს ამერიკის მიმართ იმაზე მეტი პატივისცემა ექნება, ვიდრე ეს სხვა მმართველების დროს იყო. ნახავთ, რუსეთი ჩვენს ქვეყანას ბევრად უფრო დიდ პატივს სცემს, როდესაც მას მე ვუხელმძღვანელებ. დარწმუნებული ვარ... ვიმედოვნებ... შესაძლოა, ეს არ მოხდეს, მაგრამ შეიძლება მოხდეს“ - განაცხდა ტრამპმა.
ტრამპმა საიდუმლო მასალების მედიაში გავრცელებას სამარცხვინო ფაქტი უწოდა, თუმცა აღიარა, რომ კიბერთავდასხმა რუსეთის მიერ ორგანიზებული იყო.
მისი თქმით, ჰაკერულ შეტევებთან დაკავშირებით პრობლემა მხოლოდ რუსეთში არაა, ვინაიდან ჩინეთმა 22 მილიონი ადამიანის მონაცემები მოიპარა.
შეგახსენებთ, CNN-ის ცნობით, 6 იანვარს, ნიუ იორკში გამართულ სპეციალურ ბრიფინჰზე, აშშ-ის სპეცსამსახურის წარმომადგენლებმა ტრამპს ინფორმაცია მაიწოდეს იმის შესახებ, რომ რუსეთის სპეცსამსახურები მასზე პირადი და ფინანსური ხასიათის კომპრომატს ფლობენ.გამოცემა აღნიშნავს, რომ კომპრომატებს შორის არის სექსუალური ხასიათის ჩანაწერები.
დონალდ ტრამპმა აღნიშნულ ინფორმაციას ცრუ ინფორმაციის ტირაჟირება უწოდა და პრესკონფერენციაზე ჟურნალისტს კითხვის დასმის უფლება არ მისცა.
მასალის გამოყენების პირობები






