„დღეს რუსეთი საფრთხეს წარმოადგენს, მაგრამ ის სულაც არ არის არაპროგნოზირებადი საკუთარი ინტერესების გატარებაში. ის შეიჭრა უკრაინაში, დაიაკავა ყირიმი და სირიაში მხარს უჭერს ძალებს, რომლებიც უხეშად არღვევენ ომის კანონებს. ჩვენს მოკავშირეებს ნატოში საფუძვლიანი ეჭვი აქვთ რუსეთის გაძლიერების“ - განაცხადა რექს ტილერსონმა.
„ჩვენ გვჭირდება ღია და გულწრფელი დიალოგი რუსთთან, მის ამბიციებთან დაკავშირებით, რათა გავიგოთ, როგორი კურსის გატარება მოგვიწევს“ - დასძინა ტილერსონმა.
სენატორ მარკო რუბიოს კითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ რუსეთი, ჰაჯერების მეშვეობით აშშ-ის დემოკრატიულ პროცესებში ჩარევას ცდილობდა, ტილერსონმა განაცხადა, რომ ამ თემაზე საკმარისი ინფორმაცია ჯერ არ აქვს. კითხვაზე, მიიჩნევს თუ არა , რომ კიბერშეტევა ვლადიმირ პუტინის მიერ იყო სანქცირებული, განაცხდა, რომ ეს „დასაბუთებული ვარაუდია.“
ტილერსონი მარკო რუბის მწვავე კითხვებზე მოუწია პასუხის გაცემა.
რუბიმ მას კითხვა დაუსვა, ფიქრობს თუ არა, რომ ვლადიმირ პუტინი ომის დამნაშევეა, რაზეც ტილერმანმა უპასუხა - „მე ამ ტერმინს არ გამოვიყენებდი.“
აღსანიშნავია, ტილერსონს “პუტინის მეგობრად“ მოიზარებენ. ის მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა რუსეთთან. 2013 წელს ტილერსონი ვლადიმერ პუტინმა მეგობრობის ორდენით დააჯილდოვა. როგორც ანალიტიკოსები მიიჩნევენ, შესაძლოა ამ ფაქტის გამო არ დაუჭიროს მის კანდიდატურას მხარი სენატმა.
ტილერსონისა და პუტინის ურთიერთობაზე, რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ისაუბრა და განაცხდა, რომ მათ საქმიანი ურთიერთობა ჰქონდათ და პუტინმა ტილერსონი რამდენჯერმე მიიღო.
მასალის გამოყენების პირობები






