,,თუ პუტინს მოსწონს დონალდ ტრამპი, მე ვფიქრობ, რომ ეს არის აქტივი და ეს აქტივი ჩვენ აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ, რადგან რუსეთთან ჩვენ გვაქვს საშინელი ურთიერთობები“ - განაცხადა ტრამპმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად ნიუ-იორკში გამართულ პრესკონფერენციაზე.
მან ასევე დასძინა, რომ რუსეთთან შეიძლება მოხდეს თანამშრომლობა, ძალიან ბევრ ქვეყანაში აკრძალულ და მათ შორის რუსეთშიც, ,,ისლამურ სახელწიფოსთან“ ბრძოლის თვალსაზრისით.
აშშ-ს სპეცსამსახურების მიერ გამოვლენილ კიბერშეტევებთან დაკავშირებით ტრამპმა განაცხადა: ,,რაც შეეხება ჰაკერულ შეტევას, მე ვფიქრობ, რომ ეს გააკეთა რუსეთმა, ამას სხვა ხალხიც აკეთებს. ,,დემოკრატიულ პარტიას“ უკეთ უნდა დაეცვა საკუთარი კომპიუტერები“.
ტრამპმა ხაზგასმით აღნიშნა, ,,მე არ ვიცი მოვახერხებ თუ არა, დავალაგო ურთიერთობები ვლადიმირ პუტინთან, მე იმედი მაქვს, რომ მოვახერხებ, მაგრამ არსებობს ძალიან დიდი შანსი, რომ ვერ შევძლებ“ - განაცხადა ტრამპმა იმ ინფორმაციის ფონზე, რომ რუსეთის სპეცსამსახურები აგროვებდნენ კომპრომატებს არჩევნებში არა მხოლოდ ჰილარი კლინტონის, არამედ მის წინააღმდეგაც.
მასალის გამოყენების პირობები






