საქართველოს „გაზპრომული“ ოკუპაცია - „ოცნების“ ენერგეტიკული თამაშები და ჩუბაისის გეგმა
პოზიცია - 20:28, 11 Jan, 2017     3996
საქართველომ რუსეთთან ახალი „გეორგევსკის ტრაქტატი“ გააფორმა. ეს შეფასება, შესაძლოა, ვინმეს, განსაკუთრებით, ხელისუფლების წარმომადგენლებსა და სხვა „მეოცნეებს“ გადაჭარბებულად მოეჩვენოთ, მაგრამ პოლარული ღამესავით ნათელია, რომ „გაზპრომთან“ დადებული ახალი ხელშეკრულება ევროატლანტიკური ალიანსისკენ მიმავალ ქვეყანას კარგს არაფერს მოუტანს, ანუ ის პირობები, რომელზეც ქართული მხარე რუსეთის სახელმწიფო კომპანიას დასთანხმდა, ჩვენს დასავლელ პარტნიორებში, მინიმუმ, კითხვის ნიშნებს გააჩენს. ახლა, შეიძლება, ვინმემ თქვას, დასავლეთს კითხვები არ გაუჩნდება, რადგან ევროპის არაერთი სახელმწიფოც „გაზპრომზეა“ დამოკიდებულიო. კი ბატონო, ასეა და ისიც კარგად გვახსოვს, რომ კრემლს სწორედ „გაზპრომის“ საშუალებით ბებერი ევროპა კუთხეში არაერთხელ მიუმწყვდევია, მაგრამ ჩვენსა და ევროპას შორის განსხვავება ისაა, რომ ჩვენში წითელი, ესე იგი, „კაგებეშნიკური“ გავლენები თვალშისაცემად ძლიერია.

ის ახალი პირობები, რომლითაც ოფიციალური თბილისი ზემოხსენებულ რუსულ სახელმწიფო ენერგოგიგანტთან იურთიერთობებს, ასეთია: რუსეთის ენერგომატარებლებზე საქართველოს დამოკიდებულება არ გაიზრდება და, როგორც ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე განმარტავს, მხოლოდ გადახდის ფორმა შეიცვლება, ანუ თუკი აქამდე ჩვენი ტერიტორიის გამოყენების სანაცვლოდ, „გაზპრომი“ ნედლეულს გვიხდიდა, ამიერიდან, ფულს გადაგვიხდის. საქართველოს მთავრობა ამბობს, რომ ეს საერთაშორისო პრაქტიკაა და იქვე, დასძენს, რომ „გაზპრომის“ მიერ საქართველოსთვის გადასახდელი ტრანზიტის საფასური ევროპის ქვეყნებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი.

„ასევე, ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, საჭიროების შემთხვევაში, სეზონური დეფიციტის დასაკმაყოფილებლად, მივიღოთ ბუნებრივი აირის დამატებითი მოცულობა შემცირებულ ფასად - 215-ის ნაცვლად 185 დოლარად“, - ამბობს კალაძე და განმარტავს, რომ „გაზპრომთან“ გაფორმებული ხელშეკრულება ორწლიანია, თუმცა პირველ წელს ნედლეულით ანაზღაურების ფორმა ნაწილობრივ ისევ დარჩება.

კალაძის თქმითვე, „არსებული ვითარების გათვალისწინებით, ეს იყო ოპტიმალური გადაწყვეტილებაა“, თუმცა ენერგეტიკის მინისტრი არ აკონკრეტებს, „არსებულ ვითარებაში“ რას გულისხმობს. შესაბამისად, ჩნდება გონივრული ეჭვი, რომ „გაზრპომთან“ გაფორმებული ახალი ხელშეკრულება ოფიციალური თბილისისა და ოფიციალური მოსკოვის „პოლიტიკური ქორწინების“ დასაწყისია.

„გაზპრომთან“ ახალი ხელშეკრულება გამართლებულად შეიძლება, მაშინ ჩაგვეთვალა, თუ აზერბაიჯანი გაზის მოწოდებას გაგვიძვირებდა, მაგრამ როგორც ვიცი, აზერბაიჯანულ მხარეს მსგავსი იდეაც არ აქვს. ამიტომაც, ვფქირობ, რომ „გაზპრომის“ საშუალებით კრემლი საქართველოს ეკონომიკური ანექსიის ახალ ეტაპს იწყებს“, - ამბობს „ნიუპოსტთან“ საუბრისას პიროვნება, რომელიც წლების განმავლობაში საქართველოს უშიშროებაში სწორედ ენერგოუსაფრთხოების საკითხებზე მუშაობდა. ამ კონტექტსში ჩვენი წყარო ერთ საინტერესო დეტალსაც იხსენებს, ანუ ამბობს, რომ ჯერ კიდევ 2005 წელს, საქართველოს მაშინდელი ხელისუფლება რუსულ მხარესთან ფარულ მოლაპარაკებას აწარმოებდა და აპირებდა, რომ გაზსადენი, გარკვეული ფინანსური დაინტერესების სანაცვლოდ, „გაზპრომისთვის“ გადაცა, მაგრამ ამ მოლაპრალების შესახებ, თურმე, თეთრმა სახლმა შეიტყო და ქართველი და რუსი ჩინოვნიკების ფარული კავშირიც შეწყდა.

სხვათა შორის, „ოცნების“ ხელისუფლება „გაზპრომთან“ ანალოგიური ხელშეკრულების დადებას 2015 წლის შემოდგომაზეც აპირებდა, თუმცა მაშინ ამ ამბის გახმაურებას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა და ხელისუფლებაც, როგორც ჩანს, იძლებული გახდა, უკან დაეხია, თან ისიც გასათვალიწსინებელია, რომ მაშინ ქართულ პოლიტიკაში ე.წ. დასავლური ფრთა მეტ-ნაკლებად ძლიერი იყო, ახლა კი, ამ მხრივ, პრინციპში, სრული ვაკჰანალიაა - ერთდაერთი პროდასავლური პარტია, რომელიც 8 ოქტომბრის არჩენების მერე ავანსცენაზე დარჩა, „ნაცმოძრაობაღა“ იყო, მაგრამ „ნაცებში“ დიდი განხეთქილებაა დაწყებული. ჰოდა, ალბათ, შემთხვევითი არ არის, რომ „გაზპრომთან“ ახალი ხელშეკრულების გაფორმება ამ აბრაკადაბრას დაემთხვა.

ისე, 2015 წელს, როცა „გაზპრომის“ სკანდალი „აიწია“, საქართველოს ყოფილმა პრმეიერმა, ბიძინა ივანიშვილმა, რომელსაც, გავრცელებული ინფორმაციით, „გაზპრომში“ 5-პროცენტამდე აქციები აქვს, განაცხადა:

„გაზპრომის მილი დიდი ხანია, გადის საქართველოში. არაფერი ამასთან დაკავშირებით ახალი არ ხდება... დიდი ხანია, სომხეთს მიეწოდება გაზი ამ მილის გავლით. ჩვენ ამაში ვიღებთ გარკვეულ გადასახადს. რუსული გაზის ნაწილიც გადასახადის სახით, როგორც მე ვიცი ამას ვიყენებთ. ის, რომ შეიძლება ბაზარი იყოს დივერსიფიცირებული და ჩვენს ბიზნესმენებს მივცეთ უფლება იმის, რომ დამატებით გაზი იყიდონ იქ, სადაც მოესურვებათ იმისთვის, რომ ბაზარი იყოს თავისუფალი. ამაში მე ცუდს ვერაფერს ვერ ვხედავ. ბიზნესმა უნდა აირჩიოს ეს ყველაფერი. ბიზნესმენი გიჟი არ არის, როდესაც სხვისგან იაფად ყიდულობს, მეორეს უფრო ძვირს არ გადაუხდის. ეს ნორმალურია და არჩევანის თავისუფლება უნდა იყოს. ჩვენ ძალიან მადლიერი ვართ აზერბაიჯანის სახელმწიფოსი, რომელიც არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და გვაქვს ძალიან მეგობრული ურთიერთობები. თუ მოხერხდება, რომ ერთი კომპანია არ იქნება მონოპოლიზირებული ბაზარზე და იქნებიან განსხვავებული კომპანიები ამაში კარგის მეტი არაფერი არაა. არაფერი ახალი ამ მთავრობას რუსეთისთვის არ გადაუცია. ეს მილი აქამდეც გაყვანილი იყო.“

დიახ, იმაში, რომ „გაზპრომს“, კერძოდ, კრემლს საქართველოს ინტერესი აქვს, ახალი არაფერია. „ნიუპოსტის“ ინფორმატორი, რომელიც ქართულ სპეცსამსახურში, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, წლების განმავლობაში სწორედ ენერგოუსაფრთხოების კუთხით მუშაობდა, აქცენტს ე.წ. ჩუბაისის გეგმაზე აკეთებს, რომელიც პოსტსაბჭოთა ქვეყნების ბაზაზე რუსული ეკონომიკური იმპერიის შექმნას გულისხმობს. წყარო არც იმას გამორიცხავს, რომ „გაზპრომთან“ ახალი ხელშეკრულებით მოგება ცალკეულმა ჩინოვნიკებმა ნახონ:

„გაზპრომს“ რუსული სახელმწიფო აკონტროლებს, რუსულ სახელმწიფოს კი, საქართველოში ენერგოობიექტები აინტერესებს. წლების განმავლობაში, კრემლი მეთოდურად ახერხებდა, რომ ქართულ ეკონომიკასა და ენერგოსექტორში შეეღწია და მასზე დამოკიდებული გაეხადა. ეს კი, ენერგოუსაფრთხოების თვალსაზრისით, ჩვენთვის ნომერ პირველი საფრთხეა... წლების განმავლობაში, როცა ძალიან გვიჭირდა, აზერბაიჯანს გაზი არც გაუძვირებია და პრობლემები არც გაზის მოწოდებაზე შეუქმნია. მოკლედ, „გაზპრომს“, ანუ კრემლს საქართველოში თავისი ინტერესები აქვს, მაგრამ არ უნდა, ხაზი გაუსვას, რომ ეს მოლაპარაკებები მისი ინიციატივით დაიწყო. როგორც ჩანს, ხელისუფლებაში ვიღაც-ვიღაცებმა არ იციან, ქვეყნის ენერგომომარაგება როგორ მოაგვარონ და ამიტომ, რუსეთის ინიციატივაზე დასთანხმდნენ. თუკი საუბარს ამ კუთხით გავაგრძელებთ, „ოცნების“ ხელისუფლების მენეჯმენტის პრობლემასთან მივალთ, მაგრამ უმთავრესი, როგორც აღვნიშნე, ისაა, რომ საქართველოში შემოსვლა „გაზპრომის“ გეოსტრატეგიული მიზანია... ოკუპანტი ქვეყნისთვის სტრატეგიული ობიექტის გადაცემა მხოლოდ შეცდომა კი არა, დანაშაულიცაა! თუ ვინმეს ჰგონია, რომ „გაზპრომის“ უკან სპეცსამსახური არ დგას, ძალიან ცდება. საერთოდ, როცა გინდა, რომ დაიმორჩილო და შენი პოლიტიკური ორიენტაციის გზაზე ატარო, ქვეყანაზე ზეგავლენა უნდა გქონდეს. ზეგავლენისთვის კი, ყველაზე კარგი საშუალება ეკონომიკაა. ამიტომ, ვეჭვობ, რომ „გაზპრომთან“ გაფორმებული ახალი ხელშეკრულება საქართველოს საგარეო კურსის შეცვლის წინაპირობა გახდება. ამასთან, ენერგომატარებლებზე რუსეთის გავლენის გაზრდა საქართველოს შიდა პოლიტიკის შეცვლასაც გამოიწვევს. აკი, ნელ-ნელა ასეც ხდება... ისე, „გაზპრომთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას მხოლოდ ენერგეტიკის სამინისტრო ვერ მიიღებდა, ანუ ასეთი შეთანხმებები, როგორც წესი, სახელმწიფო დონეზე ფორმდება ხოლმე და შესაბამისად, განცხადების გაკეთება პრმიერსაც მოიუწევს.“

პრემიერმა არა, მაგრამ „გაზპრომთან“ გაფორმებულ ახალ ხელშეკრულებაზე განცხადება უმრვალესობის წევრმა, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ გააკეთა და აღნიშნა, რომ დამოკიდებულების გაზრდა არ მომხდარა:

„ვადასტურებ, რომ ფინანსური თვალსაზრისით, ძალიან დიდ განსხვავებასთან არ გვაქვს საქმე და ამიტომ, დრამატიზირებულ ფორმაში წარმოჩენა ყველაფრის რაღაც ქართული ოპოზიციური აზროვნების ერთ-ერთი დამახასიათებელი თემაა და აქაც, მგონი, ამასთან გვაქვს საქმე... რუსები ყოველთვის ამბობდნენ, რომ ისინი არ აპირებდნენ ამ პირობებით გაგრძელებას ამ ხელშეკრულების. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი არჩევანი მაინცდამაინც დიდი არ იყო და ამიტომ ვამბობთ, რომ ეს იყო ჩვენთვის, ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში, მაქსიმალურად პოზიტიურად წარმართული ხელშეკრულების დასრულება მოლაპარაკებაზე... როდესაც ის არ გეთანხმება, რომ მოგცემს ნატურალურად თვითონ გაზს და არის მოთხოვნა, რომ უნდა მოხდეს ფასის გადახადა და რჩება ერთადერთი ალტერნატივა, ეს ფასი იყო მისაღები. მემოგნი მივაღწიეთ იმას, რისი მიღწევაც შესაძლებელი იყო. თუ დავიწყებთ საუბარს კონკრეტიკაზე, აქ არავითარი ტრაგიკული არ მომხდარა, დამერწმუნეთ.“

რუსულ სახელმწიფო კომპანია „გაზპრომთან“ გაფორმებულ ახალ ხელშეკრულებაში ტრაგიკულს, უფრო სწორად, კატასტროფულს ვერც სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი თორნიკე შარაშენიძე ხედავს, თუმცა ამბობს, რომ „ახალი კონტრაქტი არის უარესი, უარესი პირობები, ვიდრე აქამდე იყო.“

შარაშენიძის თქმით, შეიძლება, ზეწოლა მიდიოდა იმ კუთხით, რომ ჩვენ დაგტოვებთ სომხეთთან ერთი-ერთზე, თქვენ დაელაპარაკეთ გაზზე და თქვენ მიყიდეთ სომხეთს გაზი... ეს კონტრაქტი არის ერთი პატარა დეტალი, რომელიც სასიამოვნო, ბუნებრივია, არაა, მაგრამ კატასტროფის მომტანი არ არის.“

კატასტროფული შეიძლება, მართლაც, არაფერი მომხდარა, მაგრამ „ნიუპოსტის“ წყარო დაჟინებით იმეორებს, რომ „გაზპრომი“ რუსული სახელმწიფო კომპანიაა და, შესაბამისად, რუსულ სახელმწიფოსთან მოლაპარაკება მას მერე უნდა ვაწარმოოთ, როცა დიპლომატიური საკითხები გადაწყდება:

„ქვეყანასთან დიპლომატიური ურთიერთობა არ გაქვს, ოკუპანტია და ამ დროს შენს ერთ-ერთ კოზირს აძლევ, ეს უპირობო დათმობას და რაღაც-რაღაცებზე უარის თქმას ნიშნავს. ადრე თუ გვიან, მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა მოგვიწევს და რითიღა უნდა ველაპარაკოთ? ისე, არაა გამორიცხული, რომ ამ თემაში კერძო ინტერესები იყოს ჩართული. ზოგადად, აქ ლაპარაკი მხოლოდ „გაზპრომზე“ არაა და ყურადღება „ინტერ რაოსაც“ უნდა მივაქციოთ, რომლის ხელშიც მთელი ენერგოდისტრიბუციაა და რომელიც წმინდა რუსული მენეჯმენტის კომპანიაა. ზოგადად, ყველაფერს მენეჯმენტი განსაზღვრავს, ანუ მნიშვნელობა არ აქვს, ოფიციალური დოკუმენტები ვისზეა. თუკი მენეჯმენტში რუსული კადრები ფიგურირებს, შეიძლება, კომპანიის რეალურ წარმომავლობაზე ვისაუბროთ... თუ რუსეთის სახელმწიფო კომპანიების ინტერესებს ვითვალისწინებთ, მაშინ ჩვენი ინტერესები რუსეთმაც უნდა გაითვალისწინოს, ჩვენი ინტერესი კი, ამ შემთხვევაში, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და თავისუფალი არჩევანია - საითაც გვინდა, იქით უნდა წავიდეთ.“

ცნობისთვის: 2011 წლის მონაცემებით, ჟურნალმა „ფორბსმა“ „გაზპრომი“, ფინანსური შედგებით, მსოფლიოში ყველაზე მომგებიან კომპანიად დაასახელა, რაც იმას ნიშნავდა, რომ 2010 წელს ამ რუსული ენერგოგიგანტის მოგებამ 44,46 მლრდ.დოლარი შეადგინა.

P.S 18 იანვარს, 20:00-ზე, მთავრობის კანცელარიასთან, პლატფორმა „დაიცავი თავისუფლებას“ ინიციატივით, „გაზპრომის“ საწინააღმდეგო აქცია გაიმართება. „საქართველოს მთავრობა „გაზპრომის“ მოთხოვნას თანხმდება - იმას, რაც ბიძინა ივანიშვილმა გასულ წელს ვერ შეძლო ოპოზიციის და სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგობის გამო, წელს დამდგარ ფაქტად გვასაღებენ. შეთანხმებით, რომლის ხელმოწერაც უახლოეს პერიოდში იგეგმება, გაზსადენის მეშვეობით გატარებული ბუნებრივი აირის საფასურს ქვეყანა ყველაზე არასანდო პარტნიორისგან ფულადი სახით მიიღებს. ეს წამგებიან მდგომარეობაში გვაყენებს - არსებული ხელშეკრულება საქართველოსთვის გაცილებით ხელსაყრელია. გავაგონოთ მთავრობას ჩვენი ხმა და არ მივცეთ საშუალება, დათანხმდეს საქართველოსთვის წამგებიან წინადადებას. თუ არ გინდა, შენი ქვეყანა პუტინზე იყოს დამოკიდებული, მოდი კანცელარიასთან, 18 იანვარს, 20 საათზე“, - ნათქვამია პლატფორმის განცხადებაში.

ირაკლი ბიძნაშვილი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42