კიბეზე დაგორებული პატიმარი, სინამდვილეში, ნაცემია
სამართალი - 22:05, 23 May, 2013     1328

ამის შესახებ პატიმრის მეგობარმა "ივერონს" აცნობა და ზომების მიღება ითხოვა. გარდაცვლილი პატიმარი წარმოშობით ფოთიდან არის და ის 27 წლის ლევან კორტავაა. აღსანიშნავია, რომ პატიმარი 10 დღის განმავლობაში კლინიკაში უგონო მდგომარეობაში, რეანიმაციის განყოფილებაში იმყოფებოდა. "ჩვენს კლინიკაში პატიმარი 13 მაისს ღამის საათებში მძიმე მდგომარეობაში მოიყვანეს, მას ქალა-ტვინის დახურული ტრავმა, სისხლჩაქცევა და ტვინის დაჟეჟილობა აღენიშნებოდა. როგორც კი კლინიკაში შემოიყვანეს პაციენტი კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. იმავე წუთს, რეანიმაციის განყოფილებაში მოვათავსეთ და ხელოვნურად მართვით სუნთქვაზე გადავიყვანეთ. მიუხედავად, ექიმების მცდელობისა, პაციენტის მდგომარეობა უფრო და უფრო მძიმდებოდა, რის შედეგადაც დღეს, პაციენტი 10:30 წუთზე გარდაიცვალა", - განაცხადა კლინიკის დირექტორმა "ივერონთან" საუბარში.

 

ცოტა ხნის წინ კი სასჯელაღსრულების სამინისტრომ პატიმრის გარდაცვალების ფაქტის შესახებ, განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია:"საცხოვრებელ კორპუსებში გადანაწილების შემდეგ მითითებულ მსჯავრდებულს, სავარაუდოდ მე-6 საცხოვრებელი კორპუსის კიბეზე ასვლის დროს დაუცურდა ფეხი და საფეხურებზე მრავალჯერადი დაცემის შედეგად, სხეულის სხვადასხვა ადგილას, განსაკუთრებით თავის არეში მიიღო დაზიანებები". პატიმრის ოჯახში აცხადებენ, რომ გამორიცხულია, მიღებული დაზიანებები კიბეზე დაგორების შედეგი იყოს და სასწრაფოდ ითხოვენ მომხდარი ფაქტის გამოძიებას.

 

სამინისტროს პირველადი ინფორმაციით, ის პატიმრებს შორის მომხდარი ჩხუბის დროს დაშავდა და ამის შესახებ განცხადება სასჯელაღსრულების მინისტრმა სოზარ სუბარმა მეორე დღესვე, ანუ 14 მაისს გააკეთა. მან თავდაპირველ მიზეზად კიბეზე დაგორება დაასახელა, ხოლო მოგვიანებით, მაესტროს გადაცემა "სუბიექტურ აზრში" ამის მიზეზად თავდაპირველი ვერსია გამორიცხა და განაცხადა, რომ პატიმრის ასე მძიმედ დაშავება მსხვილი ქვებით მოხრეშილი ეზოს ბრალი იყო.

 

მინისტრის განმარტებით, გეგუთის ციხე არის ღია ტიპის, სადაც პატიმარს შეუძლია მთელი დღე ეზოში ყოფნა. მისივე თქმით, წინა ხელისუფლების დროს, ეზო არის მსხვილი ქვებით მოხრეშილი, რადგან ხრეში იყო იაფი. როგორც სუბარმა განმარტა ინციდენტი შესაძლოა მომხდარიყო წამებში, რის შემდეგაც პატიმარი დაცემისგან მძიმედ დაშავდა და მისი მდგომარეობა უმძიმესი იყო.
"არავინ იცის, პატიმრებმა სცემეს თუ სხვა ვინმემ. თუ ეგრეა, რითი დასტურდება? რომელი პატიმარი დაისაჯა? ასეც, რომ ყოფილიყო, რას აკეთებდა ციხის ზედამხედველი და სხვა პირები, რატომ ვერ უზრუნველყვეს მისი უსაფრთხოება. სად იყვენ იქამდე, ვიდრე სასიკვდილო გახდა? არის თუ არა ეს მათი მხრიდან სამსახურეობრივი გულგრილობა ან სხვა რაიმე სახის დანაშაული? "- კითხულობს პატიმრის მამიდა "თავისუფალ სიტყვასთან" საუბარში.

 

18 წლის ლევან კორტავა, ფოთის პოლიციამ 2007 წელს, შობის ღამეს, ნასვამ მდგომარეობაში, პოლიციელებთან შელაპარაკებისა და დაუმორჩილებლობის მიზეზით დააკავა, რისთვისაც სასამართლომ 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

 

2008 წელს, ხონის ციხეში პატიმრების გაქცევის ორგანიზატორობის გამო, ბრალი დაუმძიმდა. ოჯახის ინფორმაციით, პროკურატურამ დაკავებულს თანამშრომლობა და ბრალის აღიარება მოთხოვა. პატიმარმა ბრალი არ აღიარა, რის შემდეგაც მას 17-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

 

"ნიუპოსტისთვის" ცნობილი გახდა, რომ გარდაცვლილი პატიმრის ოჯახის წევრები საპროტესტო აქციის გამართვას არ გამორიცხავენ, თუმცა თავდაპირველად, მათ მოითხოვეს შეხვედრა ფოთის მაჟორიტარ დეპუტატთან "ქართული ოცნებიდან", ეკა ბესელიასთან. ჩვენი წყაროს ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ ეკა ბესელია გარდაცვლილის ოჯახის წევრებს შეხვდება, ისინი დეპუტატს მოსთხოვენ, ლევან კორტავას გარდაცვალების საქმე პირად კონტროლზე პრემიერმინისტრმა და შს მინისტრმა აიყვანონ.

 

მომზადებულია "თავისუფალი სიტყვისა" და "ივერონის" მიერ გამოქვეყნებულ მასალებზე და საკუთარ წყაროზე დაყრდნობით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42