აღნიშნულის თაობაზე Daily Express-მა გამოარკვია, რომ საიტზე www.royal.uk არასდროს გამოქვეყნებულა მსფგავსი ხასიათის ინფორმაცია.
რაც შეეხება ე.წ. სქრინშოთებს, მასზე ჩანს საიტის ვებ-მისამართი, მონარქის ორი ფოტოსურათი და სათაური - „დედოფალ ელისაბედ მეორის სიკვდილი“.
არადა, გაზეთ "Известия"-ს ცნობით, მას მოსდევს გნცხადება - „პრინცმა ჩარლზმა ღრმა მწუხარებით გვთხოვა, რომ გაგვევრცელებინა შემდეგი განცხადება“, და ამას მოსდევს შემდეგ განცხადების ტექსტი.
Daily Express-მა ამის თაობაზე გამოძიება ჩაატარა.
Life.ru წერს, რომ იგი დაუკავშირდა ბუკინგემის სასახლეს და მისი წარმომადგენლებისგან შემდეგი პასუხი მიიღო - „ეს სრული სიცრუეა და მსგავსი ინფორმაცია არასდროს ყოფილა გამოქვეყნებული ჩვენს საიტზე, შეგიძლიათ რაიმე სახის ბმული გამოგვიგზავნოთ?:
ფეიკ ინფორმაციის გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათის შემდეგ, რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეს მასალა, რომელიც რუსეთის წამყვანმა მედიამ ასე სიხარულით აიტაცა, რუსეთის პატარა ინტერნეტ პორტალებზე დაყრდნობით იყო გამოქვეყნებული...
Daily Express-ი გაოგნებულია რუსული მედიის მიერ ატეხილი ფეიკ-ხმაურის გამო და მას „ბინძურ რუსულ ტრიუკებს“ უწოდებს.
მასალის გამოყენების პირობები






