ათიათასობით ადამიანი ქუჩაში გამოვიდა და აკბარ ჰაშემი რაფსანჯანი დაკრძალვას დაესწრო.
ცერემონიას ირანის სულიერი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი წარუძღვა.
82 წლის რაფსაანჯანი კვირას, გულის შეტევით გარდაიცვალა.
რაფსანჯანი პრეზიდენტის თანამდებობაზე 1989 წლიდან 1997 წლამდე მსახურობდა. უფრო ადრე ის აიათოლა რუჰოლა ჰომეინის, 1979 წლის ისლამური რევოლუციის ლიდერის მთავარი მრჩეველი იყო. 1989 წელს, ირანის ლიდერის გარდაცვალების შემდეგ, მან ჰომეინის მემკვიდრის შერჩევაში წამყვანი როლი ითამაშა.
2005 წელს მან კვლავ სცადა გამხდარიყო ქვეყნის პრეზიდენტი, თუმცა არჩევნებში მაჰმუდ აჰმადინეჟადთან დამარცხდა და ოპოზიციურ ფრთაში გადავიდა.
რაფსანჯანი ამ დრომდე აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებას ეწეოდა, პრეზიდენტს ღიად აკრიტიკებდა და ხელისუფლებას პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებისკენ მოუწოდებდა.
მასალის გამოყენების პირობები






