დიმიტრი შაშკინი: სამწუხარო შედეგებს მივიღებთ, თუ ,,აბიჟნიკების“ პოლიტიკა გაგრძელდება
პოზიცია - 18:11, 23 May, 2013     1135


თავდაცვის ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი ,,ნიუპოსტთან" ინტერვიუში ,,ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილის დაპატიმრების ფაქტს ეხმიანება და აცხადბეს, რომ ეს დაკავება იქნება ძალიან მძიმე როგორც შიდაპოლიტიკური, ასევე საერთაშორისო თვალსაზრისითაც.

 


,,მე მინდა მკითხველს ბოდიში მოვუხადო ჟარგონისთვის, მაგრამ საქართველოში აშკარად მოვიდა ,,აბიჟნიკების" დრო - როდესაც ხალხი, ვისაც 9 წლის განმავლობაში ვიღაცამ რაღაც აწყენინა, მთავარ ამოცანად აქვთ, რომ შური იძიონ და არც აინტერესებთ ამ შურიძიების პროცესში, ეს ქვეყანა გადარჩება თუ არა.


საერთაშორისო თვალსაზრისით ყოფილი პრემიერ-მინისტრის დაკავება იქნება ძალიან მძიმე და უკვე ვხედავთ ამის ფაქტებსაც, როცა საერთაშორისო მაღლი დონის პოლიტკური ფიგურები ნეგატიურად აფასებენ. სერიოზული პრობლემები შეგვექმნება სხვადასხვა ინსტანციებში და მეორეც, ეს იქნება კიდევ ერთ საბაბი საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის და ზოგადად დასავლეთის ქვეყნებისთვის, რომ ნელ-ნელა ყველაფერი გააკეთონ და გვერდზე გადგნენ საქართველოსგან", - მიიჩნევს დიმიტრი შაშკინი და დასძენს, რომ ,,დღეს საქართველოსა და რუსეთს შორის დგას დასაველთი. არ იქნება დასაველთი, არ იქნება საქართველო".


თავდაცვის ყოფილი მინისტრი მიიჩნევს, რომ თუ ვინმე შეიძლება იყოს ქართული სახელმწიფოს უსაფრთხოების გარანტი, ეს სწორედ დასაველთია და ამის მაგალითად, დიმიტრი შაშკინს, რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომში დასავლეთის ფაქტრი მოჰყავს.


,,მე მინდა გავიხსენო 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომი, სადაც ჩვენმა ჯარმა გმურლად, რამდენიმე დღის განმავლობასი შეაკავა რუსული ჯარი, მაგრამ მე ის მიკვირის, რომ ნუთუ კიდევ არის საქართველოში ხალხი, რომელსაც არ ესმის, თუ რატომ არ აიღო რუსეთმა თბილისი, ან არ ახსოვთ როგორ შევიდა მეხუთე ფლოტი შავ ზღვაში, ან არ ახსოვთ როგორც დაჯდნენ საქართველოს აეროპორტებში გერკულესები, რომლებიც აფრინდა იორდანიიდან, ან არ ახსოვთ როგორ ჩაიკეტა ამერიკის მიერ საქართველოს ცა, რომ არ დაბობილიყო ჩვენი ქალაქები და სოფლები, ნუთუ ეს ყველაფერი არ ახსოვს ამ ხალხს, როცა საუბრობდენ იმაზე, რომ თურემ რუსეთი ახლა კარგი გახდა. ჩვენ სამწუხარო შედეგებს მივიღებთ, თუ ,,აბიჟნიკების" პოლიტიკა გაგრძელდება", - განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.


რაც შეეხება იმას, თუ რა შედგები შეიძლება მოჰყვეს შიდაპოლიტიკური თვალსაზრისით ქვეყანაში ოპოზიციური პარტიის ლიდერების დაკავებას, შაშკინი მიიჩნევს, რომ მერაბიშვილი საკმაოდ წონადი ფიგურაა და შეუძლებელია ამ მეთოდებით მისი პოლიტიკური ასპარეზიდან გაქრობა. მისი აზრით, ასეთი ფაქტები უარყოფითად აისახება ინვესტორების განწყობაზე, რომელთაც გაუჩნდებათ განცდა, რომ ,,შემოდიან ქვეყანაში, სადაც ,,აბიჟნიკების" მიერ ე.წ. სამართლიანობის აღდგენის პროცესში აკავებენ ადამიანებს".


,,რაც შეეხება შიდა პოლიტიკური კუთხით, ვანო მერაბიშვილი მძიმე პოლტიკური წონის ფიგურაა და ის არ გაქრება პოლტიკური ასპარეზიდან და ეს არის სისულელე, თუკი ვინმეს ამის იმედი აქვს. ეს არის ადამიანი, რომელმაც შექმნა და აჩუქა საქართველოს პოლიცია, ის პოლიცია რომლითაც ამაყობს დღეს ქართველი და რომელიც არის სამაგალითო. 0-დან 90%-მდე აიყვანა პოლიციის ნდობის მომენტი; ეს არის ადამიანი, რომელმაც ძალიან ბევრი გააკეთა ჩვენი ქვეყნისთვის და რომელიც ფრონტზე იმყოფებოდა რუსული ინტერვენციის დროს. მათ დააკავეს და ორთვიანი პატიმრობა შეუფარდეს ადამიანს, რომელიც იყო სიმბოლო საქართველოს წარმატების. ამასთან ერთად, დღეს ჩვენ დამოკიდებული ვართ ინვესტორებზე, ნებისმიერ ივესტორს ექნება ძალიან დიდი განცდა იმისა, რომ შემოდის ქვეყანაში, სადაც ,,აბიჟნიკების" მიერ ე.წ. სამართლიანობის აღდგენის პროცესში აკავებენ ადამიანებს და რა თქმა უნდა, ნებისმიერ ინვესტორს ექნება ასევე განცდა, რომ 4 წელიწადში ეს განმეორდება ოღონდ ეს იქნება უკვე სხვა. ასეთ სპირალში თუ ჩვენ ჩავებით, არცერთი ინვესტორი საქართველოში არ შემოვა, რადგან ისინი თვლიან 10 -20 წელს და არა 2-3 წლიან პერსპექტივაზე", - აცხადებს ყოფილი მინისტრი.


შაშკინი მიიჩნევს, რომ ამჯერად ხელისუფლების ხელშია ყველაფერი, რომ ეს აგრესია ჩაქრეს.


,, ეს თუ არ ჩაქრა ჩვენს ქვეყანას პერსპექტივა არ აქვს, არც მომავალი არ აქვს და ექნება უფრო სერიოზული გამოწვევები, უფრო მეტი ვიდრე არის. ყველაზე ცუდი კი, რაც ამ აგრესიის ფონზე გამოჩნდა არის ის, რომ დაიწყო საუბარი, რომელიც არასოდეს მეგონა თუ დაიწყებოდა - რომ თურმე რუსეთი ჯობია ამერიკას და დასავლეთს...", - განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.



,,ნიუპოსტი"





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42