ბოკერია-უგულავას ფრთა ენმ-ს 12 იანვარს დატოვებს - ახალ პარტიას "ევროპული საქართველო" ერქმევა
პოზიცია - 09:57, 10 Jan, 2017     26178
"ნაციონალური მოძრაობიდან" წასვლის გადაწყვეტილება მიღებულია. ე.წ. ბოკერია-უგულავას ფრთა ენმ-ს 12 იანვარს დატოვებს.

გიგა ბოკერიას გუნდის მიერ პარტიის დატოვებაზე "ნიუპოსტი" ჯერ კიდევ 30 დეკემბერს წერდა, მაშინ როცა "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში შეკრებილ პოლიტსაბჭოზე ამ საკითხის ირგვლივ მსჯელობა გაიმართა, მაშინ გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული, რაც სწორედ თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას საპატიმროდან გამოსვლის მოლოდინს უკავშირდებოდა.
უგულავას გათავისუფლების შემდეგ, პროცესები კიდევ უფრო დაჩქარდა. უგულავა, რომელმაც საქართველოს მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის სურვილი დაანოსა, სააკაშვილს მხოლოდ ტელეფონით ესაუბრა, უცნობია შეხვდება თუ არა ექს-პრეზიდენტი თბილისის ყოფილ მერს.

"ნიუპოსტის" ინფორმაციით, უგულავა-ბოკერიას ფრთა 12 იანვარს სპეციალურ ბრიფინგს გამართავს, სადაც გააჟღერებს ინფორმაციას "ნაციონალური მოძრაობის" დატოვების შესახებ.

ცნობილია ახალი პარტიის სახელწოდებაც - "ევროპული საქართველო", რომელიც გიგი წერეთელის მამამ, ნუგზარ წერეთელმა დააფუძვნა და ის 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს "ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან" იყო ბლოკში.

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი წევრი, დავით კირკიტაძე, რომელიც 20 იანვარს 7 ათას დელეგატიანი ყრილობის ჩატარების მომხრეა, აცხადებს, რომ ე.წ. ბოკერია-უგულავას ფრთას „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვების შესახებ გადაწყვეტილება მიღებული აქვთ და ამას მას შემდეგ გაახმოვანებენ, რაც საქართველოში დავით ბაქრაძე ჩამოვა.

"მას შემდეგ რაც ეს ჯგუფი პოლიტსაბჭოზე დამარცხდა და ვერ მოახერხეს ჩვენი მხარდამჭერებისთვის საკუთარი აზრის თავზე მოხვევა ვერ შეძლეს, პარტიის დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს. ეს გადაწყვეტილება ძალიან დიდი ხანია მათ მიღებული აქვთ. ამ გადაწყვეტილებას დღეს მხოლოდ ერთი რამ უშლის ხელს, საქართველოში არ არის დათო ბაქრაძე"- აღნიშნა "ნიუპოსტთან" დავით კირკიტაძემ.

მისი თქმით ბოკერიას ფრთა ენმ-ს დატოვების შესახებ ღიად საუბრობს.

"ამ განცხადებებს ისინი სოციალურ ქსელში თუ სხვადასხვა საუბრებში ღიად ამბობენ, ბოკერია მისი მეუღლე და სხვა. განსხვავებით ჩვენგან, ჩვენ ერთგული ვრჩებოდით და დავრჩებით იმ გადაწყვეტილების, რასაც ყრილობა მიიღებს. ჩვენ ვემორჩილებით ამომრჩევლის ნებას" - თქვა კირკიტაძემ.

"ნიუპოსტი" ე.წ. ბოკერია-უგულავას გუნდის წევრს, ირმა ნადირაშვილსაც დაუკავშირდა, რომელმაც პარტიის დატოვების შესახებ არსებულ ინფორმაციაზე საუბარი არ ისურვა.

დავით ჯაბაშვილი - "ნიუპოსტი"

"არ მინდა ამაზე საუბარი, არ გავაკეთებ კომენტარს"- უთხრა მან "ნიუპოსტს".

მართალია დაპირისპირებული მხარეები კონკრეტულ დეტალებზე არ საუბრობენ, თუმცა კულუარული ინფორმაცით, ენმ-ს ჯერ კიდევ მოქმედი წევრები დაობენ იმაზე თუ ვის დარჩება კახეთის გზატკეცილზე მდებარე "ნაციონალური მოძრაობის" სათაო ოფისი.

გიგი წერეთელი ამბობს, რომ პარტიის გაყოფის შეთხვევაში დაფინანსებაც უნდა გაიყოს.

"20 იანვარს არის "ნაციონალური მოძრაობის ყრილობა, მანამდე გარკვეული პროცესები ბუნებრივია განვითარდება. თუ გაყოფის გზით მიდის, ლოგიკურად და კანონიერად ეს ასე ხდება, თუნდაც ბლოკში შემავალი პარტიებისთვის არსებობს დაფინანსება და თუ ეს პარტიები ცალ-ცალკე არიან ეს დაფინანსება მათ ცალ-ცალკე გაჰყვებათ"- აღნიშნა გიგი წერეთელმა.

ნინო კალანდაძე კი აცხადებს, რომ ისინი დაპირისპირებულ მხარეებს ოფისებს არ დაუთმობენ.

"არაფერი არ გაიყოფა, ვინც მიდის, მიდის. პარტია არ იყოფა პარტიას ტოვებენ, მზითვებში კი არავის არაფერი არ მიაქვს"- აღნიშნა კალანდაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42