დონალდ ტრამპმა მერილ სტრიპს "გადაჭარბებულად დაფასებული მსახიობი" უწოდა
მსოფლიო - 16:44, 09 Jan, 2017     11416

აშშ-ის ახლადარჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, „ოქროს გლობუსზე“ მერილ სტრიპის სიტყვას თვითერზე გამოეხმაურა.

„მერილ სტრიპი ჰოლივუდში ერთ-ერთი ყველაზე გადაჭარბებულად დაფასებული მსახიობია. ის არ მიცნობს მე, თუმცა ოქროს გლობუსის დაჯილდოებაზე სიტყვით გამოსვლისას თავს დამესხა. ის ჰილარის ლაქიაა, რომელმაც ბევრი დაკარგა. მე არასოდეს დამიცინია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ჟურნალისტითვის“ - წერს ტრამპი.

ტრამპის განცხადებას თვითერზე დიდი აჟიოტაჟi მოჰყვა. სოციალური ქსელის მომხარებლები , მერი სტრიპისთვის „გადაჭარბებულად შეფასებული მსახიობის“ წოდებისთვის, ტრამპისგან ბოდიშის მოხდას ითხოვენ.

შეგახსენებთ, გუშინ ბევერლი ჰილზში ოსკარების გენერალურ რეპეტიციად წოდებული, ოქროს გლობუსის დაჯილდოების 74-ე ცერემონიალი გაიმართა, რომელზეც სესილ დე მილის სახელობის პრიზი კინემატოგრაფიაში გაწეული ღვაწლისთვის, ოქროს გლობუსის რვაგზის გამარჯვებულ მერილ სტრიპს გადაეცა და მისი გამოსვლაც დაჯილდოების ერთ-ერთ მთავარ მოვლენად იქცა.

მერილ სტრიპმა სამადლობელი სიტყვის ნაცვლად, პოლიტიკურ კლიმატზე გაამახვილა ყურადღება და კონკრეტული სახელების დაუსახელებლად, დონალდ ტრამპი გააკრიტიკა.
მერი სტრიპმა გამოსვლაში იმ ადამიანებზე ისაუბრა, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან არიან და რომლებიც ჰოლივუდს წარმოადგენენ.

მერილ სტრიპმა შემთხვევა გაიხსენა, როდესაც ტრამპმა შშმ პირს, ჟურნალისტ სერჟ კოვალესკის დასცინა.

"წელს ერთმა წარმოდგენამ თავზარი დამცა. ეს იყო მომენტი, როდესაც ადამიანმა, რომელმაც ქვეყანაში ყველაზე საპატივსაცემო სკამი უნდა დაიკავოს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ჟურნალისტს დასცინა. არ შემიძლია არ შემთხვევის დავიწყება, რადგან ის არ ყოფილა კინო, ეს რეალური ცხოვრებაა“ - განაცხადა მერილ სტრიპმა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42