24 000-მდე ქართველს მოქალაქეობა შეუწყდება
საზოგადოება - 16:57, 23 May, 2013     4865

 



მისი თქმით, სერვისების განვითარების სააგენტო აქტიურად მუშაობს საარჩევნო სიის გაუმჯობესებაზე და ამ მიზნით მუდმივად ახორციელებს მონაცემთა ბაზის ანალიზს. ამის შედეგად, სააგენტოსთვის ცნობილი გახდა, რომ მონაცემთა ბაზაში 24 000-მდე ისეთი ადამიანია, რომელთაც სხვა ქვეყნის მოქალაქეობა მიიღეს. რაც, კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს. კერძოდ, საქართველოს მოქალაქე იმავდროულად არ შეიძლება იყოს სხვა სახელმწიფოს მოქალაქე, გარდა კონსტიტუციით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევისა. ეს ის შემთხვევაა, როცა უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოს პრეზიდენტი ანიჭებს ორმაგ მოქალაქეობას.

 

ყველა იმ ადამიანს ვისაც საქართველოს მოქალაქეობა სურს, აუცილებლად უნდა მიმართოს სერვისების განვიტარების სააგენტოს ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების მოთხოვნით. სააგენტოს მიერ მოხდება უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების მიზანშეწონილობის შეფასება, რის შემდეგაც დასკვნა გადაეგზავნება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას, დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში გამოიცემა პრეზიდენტის ბრძანებულება, - აცხადებს სააგენტოს ხელმძღვანელობა.

 

,,იმ ადამიანს ვისაც საქართველოს მოქალაქეობა სურს, ჩვენ განუმართავთ, რომ მათ აუცილებლად უნდა წარადგინონ განცხადება საქართველოს პრეზიდენტის სახელზე. განცხადებას თან უნდა ერთვოდეს: უცხო ქვეყნის მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი; ორი ფიზიკური პირის რეკომენდაცია; ორი ფოტოსურათი და დაბადების მოწმობის ასლი (თუ მოქალაქეობის მიღების მსურველი პირი დაბადებულია საზღვარგარეთ და აქვს აღნიშნული დოკუმენტი. საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საკითხის განხილვისათვის მოქმედებს კანონით დადგენილია სამთვიანი ვადა.

 

პირებს, რომლებიც საზღვარგარეთ იმყოფებიან, შეუძლიათ შესაბამისი განაცხადი შეავსონ ონლაინ, ვებ გვერდზე წწწ.ჰოუსე.გოვ.გე ან დაუკავშირდნენ სერვისების განვითარების სააგენტოს საინფორმაციო სამსახურს ტელეფონის ნომერზე: +995 32 2 405 405."- განაცხადა ლევან სამადაშვილმა.

წყარო:,,რეი ლაით TV,,





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42