საშობაო ,,პოლიტიკური ზღაპარი“ - რას შეცვლის უგულავას ციხიდან გამოსვლა პოლიტიკაში
პოზიცია - 13:04, 07 Jan, 2017     10466
აი, ასე: თბილისის ყოფილი მერი, გიგი უგულავა თავისუფალია, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართულ პოლიტიკაში ახალი ციკლი იწყება! ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ისინი, ვინც ქართულ პოლიტიკას წლებია, იკვლევენ, ამბობენ, რომ ქრისტეშობიდან 2017 წლის 6 იანვარს, საღამოს, ქართულ პოლიტიკურ ბაზარზე ახალი ლიდერი იშვა! სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ უგულავა ლიდერობის მისიას, გნებავთ, ფუნქციას, დაპატირებამდეც ასრულებდა, მაგარამ ახლა მის ქარიზმატულობას განსაკუთრებული დატვირთვა და მნიშვნელობა აქვს - დღე-დღეზე „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა უნდა ჩატარდეს. მოგეხსენებათ, ყოფილ მმართველ პარტიაში შიდა განხეთიქლება პიკს აღწევს. ჰოდა, არსებობს სავსებით გონივრული ეჭვი, რომ 20 იანვრის ყრილობაზე, რომელსაც 7 ათასი დელეგატი უნდა დაესწროს, „ნაცმოძრაობის“ თავმდჯომარედ სწორედ გიგი უგულავა აირჩიონ. ერთ სიტყვით, საქართველოს უახლეს ისტორიაში ეს, მინიმუმ, მეორე 6 იანვარია, რომელიც ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებას შეცვლის. შეგახსენებთ: ზუსტად 25 წლის წინ, 1992 წლის 6 იანვარს საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა, ზვიად გამსახურდიამ ქვეყანა დატოვა. მაშინდელ მოვლენებს ბევრი სახელმწიფო, ბევრიც კი სამხედრო გადატრიალებას უწოდებს.


ვერ ვიტყვით, რომ უგულავას ციხიდან გამოსვლა სახელმწიფო გადატრიალების სინონიმია, მაგრამ როგორც მოვლენა, წეღანდელი თქმისა არ იყოს, ქართული პოლიტიკის ოპოზიციურ ფლანგზე ყველაფერს თუ არა, ბევრ რამეს აშკარად ყირაზე დააყენებს, თან თუ უგულავას, ასე ვთქვათ, პოლიტიკურ ეპატაჟურობასაც გავითვალისიწნებთ, ეს „ყირაზე დაყენება“ გარდაუვალია.

სხვათა შორის, ალბათ, გახსოვთ: უგულავა, პრინციპში, ერთადერთი „ნაციონალი“ იყო, რომელიც ბიძნა ივანიშვილს, რომელიც იმხანად პრემიერ-მინისტრი გახლდათ, მთავრობის სხდომაზე შეუვარდა (ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით) და მილიარდერს კარგა ხანს მინისტრებთან თათბირის საშუალება არ მისცა.

სიტყვამ მოიტანა და, ამ ინციდენტის შემდეგ პოლიტიკურ კულუარებში ითქვა, რომ ივანიშვილი, რომელსაც რუსეთში მოღვაწეობისას „ანაკონდას“ ეძახდნენ, თურმე, უგულავას ზემოხსენებულ „სითავხედეს“ არ აპატიებდა და საკადრისად დასჯიდა. შეიძლება, უბრალოდ, დამთხვევა იყო, მაგრამ თბილისის ყოფილი მერე, მართლაც, დაისაჯა - საპატიმროში 2 წელზე მეტი გაატარა.

აქვე, შეგახსენებთ, რომ 2015 წლის 17 სექტემებრს, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, უგულავამ საპატიმრო დატოვა, თუმცა მეორე დღეს ისევ დააკავეს.

რაც შეეხება აწ უკვე ყოფილი პატიმრის, უგულავას ბეგრაუნდს, გაპოლიტიკოსებამდე სამოქალაქო აქტივისტი იყო და ერთხანობას ჟურნალისტობდა კიდეც. ძველი თაობის ჟურნალისტებს კარგად ახსოვთ, რომ უგულავა-სააკაშვილის დამეგობრება სწორედ იმ პერიოდს უკაშირდება, ანუ ე.წ. ვაკის არჩევნების დროს, როცა მიხეილ სააკაშვილი კენჭს მაჟორიტარად იყრიდა, უგულავა მომავალი პრეზიდენტის საარჩევნო შეხვედრებზე ხშირად ჩნდებოდა.

მოგვიანებით, როცა მიხეილ სააკაშვილი მაშინდელ მმართველ გუნდს, ანუ „მოქკავშირს“ გაემიჯნა და „ნაციონალური მოძრაობა“ დააფუძნა, უგულავა ე.წ. რეფორმატორებთან ასოცირებული არასამთავრობო ორგანიზაციების, იგივე „თავისუფლების ინსტიტუტის“ ღია თუ ფარული აქტივისტი იყო. „ვარდების რევოლუციის“ დროს კი, ბუნებრივია, ბარიკადებზე იდგა და შევარდნაძის გადადგომას აქტიურად ითხოვდა.

უფრო მეტიც, გიგი უგულავა, ლევან რამიშვილსა და სხვა ტიპებთან ერთად, ერთ-ერთ იმათგანია, ვინც „კმარას“ აქციებს გეგმავდა და აორგანიზებდა. ყველაფერ აქედან გამომდინარე, ბევრს არ გაჰკვირებია, რომ „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, უგულავამ რევოლუციურ მთავრობაში თანამდებობა მიიღო - უშიშროების მინისტრის მოადგილედაც მუშაობდა და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორადაც. ამასობაში, ზურაბ ჭიაბერაშვილს, როგორც თბილისს მერს, ყავლი გაუვიდა და გიგი უგულავა დედაქალაქის თავი გახდა.

სხვათა შორის, სწორედ უგულავას დროს შევიდა კანონში ცვლილება, რომლის თანახმადაც, თბილისის მერი მოსახლეობას პირდაპირი წესით უნდა აერჩია. შესაბამისად, ყოფილმა ჟურნალისტმა, როგორც მერობის კანდიდატმა, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო და თბილისის პირველი არჩეული მერი გახდა.

„ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს, ოპოზიციის სხვადასხვა ფრთა მუდმივად ავითარებდა აზრს, რომ მაშინდელ მმართველ პარტიას რამდენიმე ე.წ. „რუხი კარდინალი“ ჰყავდა, რომელიც ყველა გადაწყვეტილებას იღებდა. ამასთან, ამბობდნენ, რომ სააკაშვილზე გავლენას სწორედ ეს „რუხი კარდინალები“ ახდენდნენ. რამდენიმე „რუხი კარდინალიდან“ ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი, მაშინდელი მონაცემებით, ზუსტად უგულავა იყო.

ზოგადად, თბილისის ყოფილი მერი განათლებული და ინტელექტუალური პიროვნებაა. ამას გარდა, ის თვისებებიც აქვს, რაც ქარიზმატულ ლიდერს უნდა ჰქოდნეს. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არ იქნება, თუ ის მოდერნიზებული „ნაცმოძრაობის“ ლიდერი გახდება და მიხეილ სააკაშვილს ჩაანაცვლებს.

სხვათა შორის, ვიდრე „ნაცმოძრაობაში“ დაწყებული დაპირისპირება საჯარო გახდებოდა და გამძაფრდებოდა, უგულავამ ციხიდან წერილი გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ პარტიას ახალი სისხლის სჭიდრებოდა და სწორედ ამიტომ, თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებდა. ანალიტიკოსთა შეფასებით, უგულავას ეს წერილი - არც მეტი, არც ნაკლები - სააკაშვილისთვის იყო განკუთვნილი, ანუ ციხიდან თბილისის ყოფილმა მერმა ყოფილ პრეზიდენტს უკრაინაში „დაუმესიჯა“, შენ, როგორც პოლიტიკურ ლიდერს, ყავლი გაგივიდა და გირჩევ, თამაშიდან გახვიდეო.

ისე, მას შემდეგ, რაც საპატიმრო დატოვა, უგულავამ „ნაცმოძრაობაში“ მიმდინარე მოვლენებზე, საკმაოდ თავშეკავებული განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ სააკაშვილს დაეკონტაქტება და თუ მას სურვილი ექნება, შეხვდება კიდეც.

„რაც შეეხება თქვენთვის ყველაზე საინტერესო და ჩემთვის ყველაზე მტკივნეულ საკითხს. აქ არიან ჩემი შვილები და აგერ არიან ჩემი მეგობრები და მესამე, რაც გამაჩნდა, ეს პარტია იყო. მე სხვა პარტიაში არც ვყოფილვარ. ჩემთვის ძალიან გულსატკენია რაც ხდება, რასაც ვაკვირდებით. ძალიან ვწუხვარ, რაც ხდება. მე ვაპირებ შევხვდე მიშასაც, დაველაპარაკები და საშუალება როგორც კი მექნება შევხვდები. ვაპირებ შევხვდე ყველა ჯგუფს და თუ არის ნახევარი პროცენტიც კი, რომ ეს კრიზისი გავიაროთ ისე, რომ პოზიციები შევაჯეროთ, მაშინ მინდა ვთხოვო ყველა მხარეს, მონაწილეს თუ „ფეისბუქში“ მებრძოლ ადამიანს, რომ შობა თენდება და საშობაო არდადეგები ავიღოთ. 2-3 დღე მაცადეთ,“ - განაცხადა უგულავამ.

ერთი სიტყვით, უტრირებულად რომ ვთქვათ, გიგი უგულავას ციხიდან გამოსვლა საშობაო „პოლიტიკური ზღაპარია“, უფრო სწორად, დღეიდან, მინიმუმ, საპარლამენტო ოპოზიციის ფლანგზე პროცესები ძალიან საინტერესოდ განვითარდება და გარკვეული კორექტივები, ალბათ, „ნაცმოძრაობის“ 20 იანვრისთვის დაგეგმილი ყრილობის სცენარშიც შევა.

სხვათა შორის, ერთ-ერთმა „ნაციონალმა“, რომელიც ყოფილი მმართველი გუნდის შიგნით მიმდინარე პროცესებში აქტიურად არ არის ჩართული, „ნიუპოსტთან“ საუბრისას არ გამორიცხა, რომ უგულავამ შეიძლება, არც სააკაშვილის მხარე დაიჭიროს, არც - ბოეკრიას და მოვლენები სულ სხვა მიმართლებით წარმართოს. „ნიუპოსტი“ წყაროს ჩაეკითხა, თუ რას გულისხმობდა „მოვლენების სხვა მიმართლებით წარმართვაში“, თუმცა წყარომ მეტი კონკრეტიკისგან თავი შეიკავა და ორაზროვნად აღნიშნა, რომ ყველა დეტალის გათვლა პოლიტიკური სპექტაკლების რეჟისორებსაც უჭირთ.

ასე რომ, დაველოდოთ, რა მოხდება...

ირაკლი ბიძინაშვილი

გამოყენებულია ირაკლი გედენიძის ფოტო





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42