გია ვოლსკი: მერაბიშვილს იმედი ჰქონდა რომ პრეზიდენტად აირჩევდნენ? ან უგულავას აქვს აღზევების იმედი?
პოზიცია - 12:57, 23 May, 2013     2355


ამის შესახებ საპარტლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ ,,ნიუპოსტთან" ინტერვიუში განაცხადა.

 


- ზურაბ ჭიაბერაშვილს ბრალეულობა არ მოხსნია, გამოშვებულია თავდებით. ჭიაბერაშვილი არ არის ის პიროვნება, რომელსაც შეუძლია გამოძიებას დაემალოს, ან ზეწოლა მოახდინოს სხვა მოწმეებზე, მაგრამ ვანო მერაბიშვილი მე ვფიქრობ, რომ სწორედ იმიტომ იყო დასახელებული პრეზიდენტობის კანდიდატადაც და პარტიაშიც წინ წაწეული, რომ ნათელი იყო არა მარტო საზოგადოებისთვის, არამედ თვითონ "ნაციონალური მოძრაობისთვის" და პირადად ვანოსთვის, რომ ეს აუცილებლად ასე მოხდებოდა. ასე რომ თავადაც კარგად ესმის, რომ საკითხები რომლებიც მას წაუყენეს, მხოლოდ რამოდენიმე ეპიზოდია მისი ცხოვრებიდან, მას კიდევ ბევრი სხვა ბრალეულებებიც შეიძლება წაუყენონა და ეს მოსალოდნელია, არა მარტო ჩვენთვის, არამედ მისთვისაც.


- "ნაციონალური მოძრაობა" პოლიტიკურ ზეწოლაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ხელისუფლება აპატიმრებს მის მთავარ ოპონენტს?


- როგორ შეიძლება პოლიტიკურ ზეწოლაზე ვისაუბროთ, როდესაც სულ ყველაფერს რომ თავი დაანებო, გვაქვს გირგვლიანის საქმე, სადაც ევროპის სასამართლოს დასკვნა არსებობს, რომ ხელისუფლებამ და მათ შორის ძალოვანმა სტრუქტურებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ უსამართალობა არ დამდგარიყო და ახალგაზრდა ბიჭი პრაქტიკულად მოკლულ იქნა. 26 მაისი გავიხსენოთ, როდესაც ადანიანებს გზა არ დაუტოვეს გასასვლელი და პრაქტიკულად სასტიკად გაუსწორდენენ, რის გამოც ადამიანები დაიღუპნენ. აქ ადამიანების სიცოცხლეზეა საუბარი და ამას, რატომღაც, ყველა დასაქმებას ეძახის. მე მახსოვს პარიზის მერიც კი გაასამართლეს იმისთვის, რომ შვიდი ადამიანი ჰყავდა აყვანილი და სახელმწიფო ფული პარტიული ინტერესებისთვის დახარჯა, აქ სახელმწიფო ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაზეა ლაპარაკი და პოლიტიკურ ზეწოლაზე შეიძლება ისაუბრო?


- პარიზის მერი ახსენეთ და გიგი უგულავამ განაცხადა უკვე, რომ შესაძლოა ისიც დაიჭირონ?


- ტყუილად არ მომიყვანია პარიზის ყოფილი მერი, გადაცდომები იქაც იყო და ასეთი რაღაცეები ხდება ევროპაშიც, აშშ-შიც და უმაღლესმა პირებმა პასუხი უნდა აგონ. უპასუხისმგებლობის თემა უნდა მოიხსნას საქართველოში, თორემ არც გიგი უგულავა და არც ვანო მერაბიშვილი პოლიტიკურად სასიშროებას არ წარმოადგენენ. მერაბიშვილს იმედი ჰქონდა, რომ პრეზიდენტად აირჩევდნენ? ან გიგის რისი იმედი აქვს, თავისი პოლიტიკური კარიერის აღზევების თუ რისი? პოლიტიკური ზეწოლა გამორიცხულია, აქ ელემენტალური რაღაცა მოხდა - ადამიანებმა დაინახეს, რომ სახელწიფო ცხოვრობდა ისე, რომ უმაღლესი სახელმწიფო თანამდებობის პირებს შეუძლიათ დანაშაული ჩაიდინონ და მათ პასუხი არ მოეთხოვება, ეს ასე გაგრძელდება წლების მანძილზე, თუ ერთხელ და სამუდამოდ რაღაც მაგალითი არ მიეცა საზოგადოებას, რომ სამართლიანობა არსებობს.



მარი ცინცაძე
,,ნიუპოსტი"





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42