"თურქეთის უსაფრთხოება იწყება ალეპოში, კვიპროსზე, ნახიჩევანში, ბათუმში, ბალკანეთში" - ერდოღანი
მსოფლიო - 17:05, 06 Jan, 2017     21766
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა დღეს ქვეყნის უსაფრთხოების საკითხზე ისაუბრა. მან ნათლად მიანიშნა, რომ ეროვნული უსაფრთხოების პრობლემა არა ქვეყნის შიგნით, არამედ მის ფარგლებს გარეთ მდგომარეობს.

მისი თქმით, ტერორისტები მიზანს ვერ მიაღწვენ და ქვეყანაში ნაციონალური ან რელიგიური შეუღლის გაღვივებას ვერ შეძლებენ.

ერდოღანის თქმით, მისთვის დაეში, ქურთისტანთა მუშათა პარტია და სხვა დაჯგუფებები ერთმანეთისგან არაფრით განსხვავდება.

"თურქეთის სასამართლომ დაადასტურა DEAŞ-ის წინააღმდეგ სხვა ტერორისტული ორგანიზაციის თამაშები და თავის მართლებები. მცდელობას ტყუილად არ ჩაუვლია. აშკარაა, რომ რეგიონი ამ და სხვა ტერორისტული ორგანიზაციებისგან გათავისუფლებული არ არის. პირიქით, რეგიონში მუდმივი სისხლისღვრა და ცეცხლია" - განაცხადა ერდოღანმა.

მისივე თქმით, საფრთხის წყარო დასაწყისშივე უნდა აღმოიფხვრას.

„ჩვენ ძირშივე უნდა აღმოვფხრათ თურქეთის მიმართ საფრთხეები. ერთი წუთითაც არ უნდა დავივიწყოთ, რომ თურქეთის უსაფრთხოება იწყება არა გაზიანთეფის, ჰათაის, ყარსის ან ართვინის პროვინციებში, არამედ სირიის ალეპოსა და იდლიბში, კვიპროსზე, ნახიჩევანში, ბათუმში, ბალკანეთში“ - განაცხადა ერდოღანმა.


წყარო: http://aa.com.tr





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42