გერმანელი გამომძიებლების განცხადებით, ამრი, რომელიც ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიაში ცხოვრობდა, სხვადასხვა სახელით რეგისტრირდებოდა, რათა გერმანიის ხელისუფლებისგან მეტი სარგებელი მიეღო.
რეგიონალური პოლიციის ხელმძღვანელის განცხადებთ, სპეცსამსახურებმა ყველაფერი გააკეთეს თავდასხმის თავიდან ასაცილებლად, თუმცა ვერც რეგიონალურმა და ვერც ფედერალურმა ხელისუფლებამ ვერ შეძლო მტკიცებულების მოპოვება, რომ ამრი ტერაქტს გეგმავდა.
შეგახსენებთ, ტერაქტი ბერლინში 19 დეკემბერს, ადგილობრივი დროით 20:14 საათზე მოხდა. სატვირთო მანქანა საშობაო ბაზრობის ტერიტორიაზე შევარდა და დაახლოებით 50-80 მეტრი გაიარა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა 12 ადამიანი, 48 დაშავებული საავადმყოფოში მოათავსეს.
სამართალდამცავებმა მანქანაში აღმოაჩინეს ასევე გარდაცვლილი ადამიანი, რომელიც პოლონეთის მოქალაქეა. სწორედ, მის სახელზე იყო გაფორმებული მანქანის დოკუმენტაცია. გერმანული მედია წერს, რომ სატვირთო მანქანის მძღოლი თავდასხმის მომენტში ცოცხალი იყო და ის სავარაუდოდ თავდამსმხელმა მოკლა.
თავდამსხმელი ანის ამრი, მილანის გარეუბანში 23 დეკემბერს პოლიციასთან სროლებისას დაიღუპა.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.
მასალის გამოყენების პირობები






