გალარების აქციას საზოგადოება და ბანკების გამგეობის ხელმძღვანელი გიორგი კეპულაძე დადებითად აფასებს. თუმცა როგორც კეპულაძემ „ნიუპოსტთან“ საუბრისას აღნიშნავს, ეს არის ინდივიდუალური პროცესი და მომხმარებელმა გალარების პროცესის დაწყებამდე ბევრი ფაქტორი უნდა გაითვალისწინოს:
„ერთგვარი სოციალური აქციაა, რომლითაც მთავრობა ახდენს გარკვეულ სუბსიდირებას, იმ ადამიანების, რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალდნენ ვალუტის გაუფასურებით, ასევე ახდენს ბანკების სუბსიდირებას, რომლებსაც სავალუტო პოზიციას დაუზღვევს, იმ თანხის, რასაც ბიუჯეტიდან გამოყოფს. საუბარია, რომ საბოლოო ჯამში დაახლოებით 25 ათასამდე მომხმარებელს შეეხება ეს გალარების აქცია.
მთავარია, რამდენი მოინდომებს ამას, ეს ძალიან ინდივიდუალურია, ბევრი რაღაც არის გასათვალისწინებელი და შემდეგ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, გადაიტანენ თუ არა სესხს ლარში. ჩვენი ორგანიზაცია სთავაზობს მომხმარებლებს დახმარებას უფასოდ ამ პროცესში, შეგვიძლია რეალურად დავუთვალოთ რა პირობებში მოუწევთ სესხის გადატანა. ზოგადად ის, რომ სავალუტო კურსის სუბსიდირება მოხდება 20 პუნქტით, ეს ერთგვარი შეღავათია, თუმცა ეს არის რეალურად ერთგვარი დაზღვევა“, - განაცხადა გიორგი კეპულაძემ "ნიუპოსტთან" საუბრისას.
შეგახსენებთ, მთავრობა ეკონომიკის დედოლარიზაციის ფარგლებში გალარების ერთჯერად პროგრამას იწყებს, რომელიც 2017 წლის 17 იანვრიდან დაიწყება.
მასალის გამოყენების პირობები






