„ვოგი“ 2017 წლის გაზაფხული-ზაფხულის მთავარ მოდურ ტენდენციებს გვთავაზობს.
თუკი მოდის კვირეულებს თვალს ადევნებდით, მოულოდნელი არ იქნება, რომ წელს განსაკუთრებით ტრენდული იქნება განიერი, ფართომკლავიანი პერანგები, ასევე განიერი შარვლები, მაღალყელიანი ჩექმები, მეტალის ბრჭყვიალა აქსესუარები. შეიძლება თქვას, რომ მოდა გასული საუკუნის 80-იან წლებს დაუბრუნდა .
მაშ ასე, 2017 წლის გაზაფხული-ზაფხულის მთავარი მოდური ტენდენციები
ვარდისფერი
დიზაინერები საკუთარ კოლექციებში დიდი რაოდენიბით ვარდისფერ სამოსს გვთავაზობენ. თუმცა ეს არ არის არა „პრინცესული“ კაბები, რომელიც ამ ფერთან ასოცირდება, არამედ პირიქით, უხეში და მკაცრი თარგებით შექმნილი სამოსი.

ვარდისფერი და წითელი, ვარდისფერი და იასამნისფერი
„აკრძალული“ კომბინაცია კვლავ დაბრუნდა. შეუხამეთ ერთმანეთს ეს ფერები გემოვნებით და წვეულების ნამდვილი ვარსკვლავი გახდებით.

ცისფერი და ნარინჯისფერი, ცისფერი და ლურჯი
დიზაინერები ფერთა ამ კომბინაციას სეზონის ერთ-ერთ მთავარ ტრენდად მიიჩნევენ.

პიჯაკები
ფართო, მამაკაცური პიჯაკები უკვე დასახელდა 2017 წლის სეზონის განუყოფელ დეტალად.

კომბინიზონი
როგორც ჩნას, კომბინიზონების გარეშე ცხოვრება უნდა დავივიწყოთ, რადგან წელს, ისევე როგორც გასულ წლებში, კომბინიზონები კვლავ ძალიან მოთხოვნადია.

სპორტული სამოსი
სპორტული მაისურები, შარვლები წელსაც ძალიან ტრენდულია

ზოლიანი სამოსი
ზოლიანები მუდმივად მოდაშია, თუმცა წელს „აგრესიული“ ფორმით არის წარმოდგენილი - როგორც ვერტიკალური ასევე ჰორიზონტალური, ფართო და წვრილი ზოლები, მკვეთრ ფერებში.
წელს ტრენდულია ყვავილებიანი სამოსიც
ფართო, „უფორმო“ კაბები
აქცენტი მკერდზე
გამჭვირვალე თეთრი კაბები
ლოგო და სლოგანები
მასალის გამოყენების პირობები






