როგორც „ბიბისი“ იტყობინება, პროკურატურის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დაკავებული ტერაქტში ეჭვმიტანილსა და განმახორციელებელს ანის ამრის იცნობდა და ტერაქტამდე ერთი დღით ადრე მასთან ივახშმა.
შეგახსენებთ, ინციდენტი ბერლინში 19 დეკემბერს, ადგილობრივი დროით 20:14 საათზე მოხდა. სატვირთო მანქანა საშობაო ბაზრობის ტერიტორიაზე შევარდა და დაახლოებით 50-80 მეტრი გაიარა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა 12 ადამიანი, 48 დაშავებული საავადმყოფოში მოათავსეს.
სამართალდამცავებმა მანქანაში აღმოაჩინეს ასევე გარდაცვლილი ადამიანი, რომელიც პოლონეთის მოქალაქეა. სწორედ, მის სახელზე იყო გაფორმებული მანქანის დოკუმენტაცია. გერმანული მედია წერს, რომ სატვირთო მანქანის მძღოლი თავდასხმის მომენტში ცოცხალი იყო და ის სავარაუდოდ თავდამსმხელმა მოკლა.
თავდამსხმელი ანის ამრი, მილანის გარეუბანში 23 დეკემბერს პოლიციასთან სროლებისას დაიღუპა.თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.
მასალის გამოყენების პირობები






