ბენიამინ ნეთანიაჰუ 19 წლის ელორ აზარიას შეწყალებას მხარს უჭერს
მსოფლიო - 10:55, 05 Jan, 2017     2503
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუმ ქვეყნის პრეზიდენტს 19 წლის ჯარისკაცის, ელორა აზარიას შეწყალების ინიციატივით მიმართავს, რომელიც გუშინ დაჭრილი პალესტინელი თავდამსხმელის მკვლელობაში დამნაშავედ სცნეს.


„ეს არის რთული და მტკივნეული დღე - პირველ რიგში, ელორისთვის, მისი ოჯახისთვის, ისრაელის ჯარისკაცებისთვის, უამრავი მოქალაქისა და ჯარისკაცების მშობლებისთვის, ასევე შორის ჩემთვისაც... მე მხარს ვუჭერ ელორ აზარიას შეწყალების მოთხოვნას“ - წერს ნეთანიაჰუ ფეისბუკის გვერდზე.

გასული წლის მარტში 21 წლის აბდელ ფათაჰ ალ-შარიფი და მისი მეგობარი დანებით თავს დაესხნენ ებრაელ ჯარისკაცებს ჰებრონში. ჯარისკაცებმა ტერორისტის მეგობარი ადგილზე მოკლეს, ხოლო ფათაჰ ალ-შარიფი მძიმედ დაჭრეს. აზარიამ ცეცხლი გაუხსნა დაჭრილ ფათაჰ ალ-შარიფს, რადგან მისი თქმით, ეგონა, რომ ტერორისტს შაჰიდის ქამარი ეკეთა. აღნიშნული ინციდენტი ვიდეოზე დაფიქსირდა, რის გამოც ჯარისკაცის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

როგორც აზარიას ადვოკატები აცხადებდნენ, ის ფიქრობდა, რომ პალესტინელს, რომელმაც მისი კოლეგა დაჭრა, შაჰიდის ქამარი ეკეთა, ამიტომაც მისი მიმართულებით გასროლა განახორციელა.

თუმცა, სასამართლოს განაჩენში ნათქვამია, რომ აზარია მოქმედებდა იმ მოსაზრებიდან გამომდინარე, რომ ფათაჰ ალ-შარიფი „უნდა მოკვდარიყო“, რითაც მან დაარღვია იარაღის გამოყენების წესები, რომელიც ისრაელის თავდაცვითი ძალების წესდებაშია გაწერილი.

აღსანიშნავია, რომ ისრაელის მე-2 არხის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, რესპონდენტთა 67% მხარს უჭერს ჯარისკაცის შეწყალებას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42