მისი თქმით, მას საკუთარი პოზიცია აქვს ყირიმთან დაკავშირებით, რომელიც აშშ-ისა და ევროკავშრის პოზიციას არ ემთხვევა.
„მე აბსოლუტურად ამ ჯერა არაკანონიერი ანექსიის: ჩატარდა რეფერენდუმი, ყირიმის მოსახლეობამ რუსეთთან შეერთება მოისურვა. ვერ ვხედავ მიზეზს, რომ რეფერენდუმის შედეგები ეჭვქვეშ დადგეს“ - განაცხდა ლე პენმა ფრანგულ ტელეკომპანია BFMTVისთვის მიცემულ ინტერვიუში.
კითხვაზე არის თუ არა ყირიმი რუსეთის ნაწილი, ლე პენმა უპასუხა - დიახ.
ყირიმთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო, მას შესაძლოა უკრაინაში შესვლა აეკრძალოს. ამის შესახე უკრაინის უკრაინის უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელის აპარატის უფროსმა ალექსანდრ ტკაჩუკმა განაცხადა.
მისივე თქმით, ვინაიდან ლე პენი საფრანგეთის მოქალაქეა, მის წინააღმდეგ ზომების მიღება მხოლოდ უშიშროების სამსახურზე არ არის დამოკიდებული და გადაწყვეტილებას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროც იღებს.
მასალის გამოყენების პირობები






