საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი თურქეთში გასული წლის ივლისში, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ შემოიღეს. თურქული მედიის ცნობით, პარლამენტის გადაწყვეტილება ძალაში 19 იანვარს შევა.
საგანგებო მდგომარეობის გახანგძლივების მიზეზი ახალი წლის ღამეს, სტამბოლის ერთ-ერთ კლუბზე მომხდარი თავდასხმა გახდა, რასაც 40 ადამიანი ემსხვერპლა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა რადიკალურმა ექსტრემისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.
შეგახენებთ, 15 ივლისის ღამეს, თურქეთში სამხედრო ამბოხი მოხდა, რომლის ორგანიზატორად , ანკარა პრეზიდენტ ერდოღანის ოპოზოციონერ , სასულიერი პირს ფეთჰულა გიულენს ამბოხის ორგანიზატორად ასახელებს და ვაშინგტონისგან მის ექსტრადირებას ითხოვს..
ფეთჰულა გიულენი 1999 წლიდან პენსილვანიაში ცხოვრობს.
სამხედრო გადატრიალების მოწყობის მცდელობას 230 ადამიანი ემსხვერპლა, მათი უმრავლესობა თავად სამხედროა.
15 ივლისის შემდეგ სამსახურიდან დაითხოვეს და დააპატიმრეს ათი ათასობით სამხედრო, მოსამართლე, პოლიციელი, მასწავლებელი. ქვეყანაში დაიხურა 100-ზე მეტი მედიასაშუალება დაიხურა, რის შედეგადაც სამსახურის გარეშე დარჩა 2 300-ზე მეტი ჟურნალისტი.
15 ივლისის მოვლენების შემდეგ თურქეთში მინიმუმ 99 ჟურნალისტი და მწერალი დააკავეს, მინიმუმ 330-ს აკრედიტაცია ჩამოართვეს.
მასალის გამოყენების პირობები






