იახია მაშრაპოვი - სტამბოლის ტერაქტთან არანაირი კავშირი არ მაქვს
მსოფლიო - 17:37, 03 Jan, 2017     14808

ყირგიზეთის მოქალაქე იახია მაშრაპოვი, რომელიც ახალი წლის ღამეს სტამბულის ღამის კლუბში ტერაქტის მოწყობაშია ეჭვმიტანილი, აცხადებს, რომ მას ამ ფაქტთან არავითარი კავშირი არ აქვს, წერს ყირგიზული ინტერნეტგამოცემა turmush.kg.

გამოცემა იტყობინება, რომ იგი 3 იანვარს 07:00 საათზე ჩამოფრინდა თურქეთიდან, ხოლო 09:00 საათზე ბიშკეკიდან ქალაქ ოშას აეროპორტში დაეშვა.

ინტერნეტში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მაშრაპოვის სახლში ყირგიზეთის უშიშროების სამსახური მივიდა და იგი ადგილობრივ ქვეგანყოფილებაში გადაიყვანა, სადაც ეჭვმიტანილი დაკითხეს.

როგორც ეჭვმიტანილი აცხადებს, იგი ტერაქტთან კავშირში არ არის და ის უკვე დაკითხეს თურქეთის შესაბამისმა სამსახურებმა, რადგან იგი ჰგავდა ტერაქტში ეჭვმიტანილ პიროვნებას,

"მე ბიშკეკიდან სტამბულში 1 იანვარს ჩავფრინდი, სადაც ვაჭრობასთან დაკავშირებული საქმეები მქონდა მოსაგვარებელი. მერე აეროპორტში გავემგზავრე და თვითმფრინავში ჩავჯექი, რომლიდანაც თურქეთის სამართალდამცავებმა ჩამომსვეს. მათ ერთი საათის განმავლობაში დამკითხეს, რის გამოც თვითმფრინავის გამოფრენა ერთი საათით შეფერხდა. მათ მითხრეს, რომ მე ვგავარ ფოტოზე გამოსახულ ეჭვმიტანილს, ბოდიში მომიხადეს და გამომიშვეს," - აცხადებს მაშრაპოვი.

იგი ამბობს, რომ ტერაქტში ეჭვმიტანილი პიროვნება არასდროს უნახავს და მნას არ იცნობს, ხოლო 31 დეკემბერს იგი ყირგიზეთში იმყოფებოდა. ამას ადასტურებს მის პასპორტში გაკეთებული აღნიშვნებიც. მაშრაპოვი თურქეთში 28 დეკემბერს ჩაფრინდა, ხოლო სამშობლოში 30 დეკემბერს დაბრუნდა. მორიგი გამგზავრება თურქეთში 1 იანვარს მოხდა, საიდანაც 3 იანვარს დაბრუნდა. მისი განმარტებით, იგი ხშირად დაფრინავს თურქეთში, რადგან ყირგიზეთში იგი ერთერთ ბაზრობაზე ვაჭრობს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42