მომიტინგეთა აგრესიული ქმედებები სარწმუნოებრივი ნორმის ფარგლებში არ ჯდება
საზოგადოება - 22:06, 22 May, 2013     555

 


საპატრიარქო გულისტკივილს გამოთქვამს 17 მაისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებთ და ,,იდენტობის" აქციას პროვოკაციად აფასებს, საპატრიარქო შეისწავლის ყველა ამ ფაქტს და შესაბამის რეაგირებას მოახდენს:


,,საქართველოს საპატრიარქო გამოთქვამს გულისტკივილს იმ მოვლენების გამო, რაც მოხდა არასამთავრობო ორგანიზაცია ,,იდენტობის" მიერ ა.წ. 17 მაისს თბილისში დაგეგმილი აქციის ჩატარების მცდელობისას, რომელსაც ჩვენი აზრით პროვოკაციის ხასიათი ჰქონდა. ქვეყანაში სადაც მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ქრისტიანული და სხვა იუდეური, მუსლიმური სარწმუნოების მიმდევარია, ამგვარი აქციები მოსახლეობის მიერ ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდად აღიქმება, რაც მათ სამართლიან პროტესტს იწვევს. მითუმეტეს, როცა აქციის ორგანიზატორებმა და მონაწილეებმა არაფერს გაუწიეს ანგარიში, შეარჩიეს ის დრო და ადგილი, რომელიც ჩვენს ისტორიულ მეხსიერებასთან და ტრადიციასთან ძლიერ ემოციურ კავშირშია. ეს კი გამაღიზიანებელ, მაპროვოცირებელ ფაქტორად იქცა. ქვეყანა ვერ შეეგუება ცოდვის ლეგალიზებას, ეკლესიას ადამიანი უყვარს, მაგრამ ისევ ადამიანის სიყვარულიდან გამომდინარე ებრძვის ცოდვას მისი სულის გადასარჩენად. მიუხედავად ამისა, ძალადობას გამართლება არ აქვს. ჩვენ ცალსახად ვემიჯნებით მომიტინგეთა ნაწილის აგრესიულ ქმედებებს, რომელიც არც სამართლებრივ და არც სარწმუნოებრივ ნორმის ფარგლებში არ ჯდება. სამწუხაროა, რომ ამ პროცესებში სასულიერო პირებიც მონაწილეობდნენ, ამ ერთეულმა ადამიანებმა მთელს ეკლესიას მიაყენეს ზიანი. საპატრიარქო შეისწავლის მათ ქმედებებს და ჩვენის მხრიდნაც მივიღებთ შესაბამის ზომებს. უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც - რომ არა სასულიერო პირების უდიდესი ნაწილის ძალისხმევა და პოლიციის თანამშრომელთა თავდადებული ქმედება, შედეგები გაცილებით მძიმე იქნებოდა", - ნათქვამია საპატრიარქოს ოფიციალურ განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42