საახალწლოდ, ლას ვეგასში სამომხმარებლო ელექტროტექნიკის გამოფენა გაიმართება, სადაც არაერთი სიახლე იქნება წარმოდგენილი. გამოფენა 5 იანვარს გაიხსნება, თუმცა, რამდენიმე ექსპონატი უკვე გახდა საყოველთაო განხილვის საგანი:
1. კომპანია HTC-მ ოდნავ გაასწრო კონკურენტ ფირმებს - სონისა და ოკულუსს და აპრილში ვირტუალური რეალობის სათვალის მეორე თაობის მასობრივ გამოშვებას აპირებს.
2. კომპანია GE-ს რგოლის ფორმის მაგიდის ნათურა, რომელიც ასევე დინამიკად შეგიძლიათ გამოიყენოთ,

3. Aviva-ს „ჭკვიანი დინამიკი“, რომელშიც Google-ის საძიებო სისტემაა ჩამონტაჯებული.

4. Blitab წარმოადგენს Android-ის სისტემით მომუშავე პლანშეტს, რომლითაც მხედველობადაკარგულები ისარგებლებენ.

5. გამოფენაზე არაერთი სხვადასხვა დანიშნულების რობოტი იქნება წარმოდგენილი.

6. TytoCare-ს დიაგნოსტიკური აპარატები, რომლებიც სახლის პირობებში ზუსტად გაზომავენ გულის რითმს, შეამოწმებენ ყელის, ფილტვებისა და სხვა შინაგანი ორგანოების მდგომარეობას და მათ თქვენს საოჯახოპ ექიმს გადაუგზავნიან.

7. ასაკოვანი ხალხისთვის განკუთვნილი „ჭკვიანი ქამარი“, რომელიც დაცემის დროს უსაფრთხოების ბალიშად გადაიქცევა და მათ მოტეხილობებისგან დაიცავს. ანალოგიური ფუნქციის მატარებელია „ჭკვიანი ჟილეტი“, რომელიც სამთომოთხილამურეებს დაეხმარება.

8. Spinali Design-ის ჯინსები, რომლებიც სმარტფონს უერთდება და მათ მფლობელს ვიბრაციის მეშვეობით სწორ მიმართულებას აჩვენებს. ჯინსში ჩამონტაჟებული აპარატი იმ მხარეს დაიწყებს ვიბრირებას, რმელიც უნდა აირჩიოს მომხმარებელმა.

9. Smarter Applications-ის Fridgecam-ი თქვენი მაცივარში არსებულ პროდუქტებს გაუწევს მეთვალყურეობას. როდესაც ამა თუ იმ პროდუქტს ვადა გაუვა, თქვენს მობილურში ამის შესახებ ინფორმაცია მოგოივათ. გარდა ამისა Fridgecam სხვადასხვა კერძების რეცეპტებსაც შემოგთავაზებთ, რომლის მომზადებაც მაცივარში არსებული პროდუქტებით შეგეძლებათ.

10. გარდა ჩამოთვლილი ტექნიკისა, გამოფენაზე ცნობილი ფირმები, სმარტტელევიზორების მრავალფეროვან გაუმჯობესებას გვპირდებიან, განსაკუთრებით გამოსახულების ხარისხის მიმართულებით.

მასალის გამოყენების პირობები






