აშშ-ს პირველმა პრეზიდენტმა ჯორჯ ვაშინგტონმა 1796 წლის ბოლოს, 8 წლიანი მმართველობის შემდეგ, გამოსათხოვარი მიმართვა დაწერა, რომელშიც საჯაროდ დადო პირობა, რომ არასდროს იყრიდა საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს და ახლადდარსებულ ქვეყანას წარმატებები და წინსვლა უსურვა.
მას შემდეგ პრეზიდენტების გამოსათხოვარი სიტყვა ტრადიციად იოქცა და აშს-ს 44-ე პრეზიდენტი ბარაკ ობამაც ამ ტრადიციის თანახმად 2017 წლის 10 იანვარს, ჩიკაგოში ამერიკელ ხალხს გამოსათხოვარი სიტყვით მიმართავს. ეს განცხადება მან 2 იანვარს გააკეთა.
იგი აცხადებს, რომ ამ სიტყვაში იგი მადლობას ეტყვის ამერიკელებს თანადგომისთვის, სხვა პრეზიდენტების მსგავსად, ისაუბრებს იმ რეფორმებსა თუ გადაწყვეტილებებზე, რომელმაც ქვეყანა უკეთესობისაკენ შეცვალეს და გამოთქვამს მოსაზრებებს ქვეყნის მომავალი განვითარების გზების შესახებ.
მასალის გამოყენების პირობები






