ამ ფონზე სხვადასხვა უწყების ხელმძღვანელები პრობლემებს თავისებურად განიხილავენ. მაგალითად განათლების მინისტრი საზოგადოებას ნაცარქექიასა და კომბლეს ზღაპრების მისებური ინტერპრეტაციით ახალისებს, ხან დედინაცვლის ამბებს გვაქსენებს, ხანაც ზღაპრის ცნობილი დასასრულის უკეთურობაზე გვესაუბრება.
ქვეყანაში კი ოპოზიციური ველი ნელ-ნელა სუფთავდება. ნაციონალურ მოძრაობაში დაპირისპირებაა, პარტია შუაზე გაყოფის პირასაა. რას უნდა ველოდოთ მომდევნო 2017 წელს, სად იმალება კომბლესა და ნაცარქექიას ხაფანგი და რა ბედი ელის ნაციონალურ მოძრაობას?
,,ნიუპოსტთან“ გასულ წელს თავდაცვისა და განათლების ყოფილი მინისტრი, ნაციონალური მოძრაობის წევრი დიმიტრი შაშკინი აფასებს, რომელიც აცხადებს, რომ არ არსებობს დაპირისპიება მიხეილ სააკაშვილთან, ეს არის დაპირისპირება პარტიის წევრებსა და მხარდამჭერებთან. შაშკინი ამბობს, რომ დღეს არ არსებობს ქვეყანაში სააკაშვილის პოლიტიკური წონის მქონე ფიგურა, რომელიც მასთან დაპირისპირებაში შესვლას შეძლებს.
_რა პრობლემებით იყო სავსე 2016 წელი და როგორი იქნება საქართველოში განათლების მომავალი კომბლეს გარეშე?
_2016 წელი იყო ძალია მძიმე წელი. უმუშევრობა, პარალიზებული ეკონომიკა, გაუფასურებული ლარი, ფასების ზრდა, ამ ყველაფერმა დიდი ზეგავლენა მოახდინა საქართველოს მოსახლეობაზე. სამწუხაროა, რომ ჩვენი მთავრობის რეაქცია ამ რთული გამოწვევების მიმართ არის სრულიად არაადექვატური, მთავრობა ცდილობს ყურადღება გადაიტანოს აბსოლუტურად არალერევანტურ საკითხებზე და ცდილობს, რომ გადააბრალოს ვინმე სხვას. ისეთი შთაბეჭდილება მქონდა, რომ ამ მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხი არაფერშია, თითქოს მამააბრამის ბატკნები არიან და ვინმე სხვაა დამნაშავე იმაში, რომ ჩვენი მოსახლეობა ასეთ ყოფაშია ჩავარდნილი. ეს არის შედეგი იმ ძალიამ მძიმე შეცდომების რომელიც ამ ხელისუფლებამ დაუშვა. მდგრადობის კოეფიციენტი, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა დაუტოვა ამ ხელისუფლებას, სამწუხაროდ ესეც იწურება, მუდმივი არაფერია, რკინაც ჟანგდება თუ არ მოუვლი.
ის ყველაფერი რაც ჩვენ ვნახეთ 2016 წელს - გაზრდილი ფასები, გაუბედურებული მოსახლეობა, გაქცეული ლარი, ამას დამატებული გაყალბებლი არჩევნები, რომელიც ტერორისა და დაშინების ქვეშ ჩატარდა, ამ ყველაფერზე მთავრობის რეაქცია არის გადაბრალება და პრობლემების არდანახვა. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ 2017 წელი იქნება ასევე რთული, რადგან ამ მოუგვარებელ საკითხებს დაემატება საერთაშორისო გამოწვევები, რომელიც კიდევ უფრო გამწვავდება.
ამ პრობლემებს დაემატა ათასობით სამსახურიდან განთავისუფლებული ადამიანი. მეც გახლდით მინისტრი, მეც მიწევდა ხალხის გათავისუფლება, მაგრამ არა ასე - სადისტურად, საახალწლოდ. თან ისე, რომ ამ ადამიანებს ბალასტი უწოდო...
_გადაბრალებაში რას გულიხმობთ, ისევ ცხრა წელს თუ იმას, რომ ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი აცხადებს, რომ ეკონომიკაში პრობლემები არ გაქვსო?
_ჩვენ ყველა ვცხოვრობთ ამ ქვეყანაში. შეუძლებელია მუდმივად ტყულების მოსმენა, ყველანი ვხედავთ თუ როგორ არის გაზრდილი ფასები. ის 60-80%-ით გაზრდილი ფასები შეიძლება ბევრად გაუფასურდეს, რადგან ნავთობი ეხლა ღირს სამჯერიაფი ვიდრე 2012 წელს, ბენზინის ფასი გვაქვს თითქმის იგივე რაც იყო 2012 წელს. ფქვილი 60%-ით უფრო იაფაია ვიდრე 2012 წელს და მიუხედავად ამისა, ჩვენ გვაქვს 60-80%-იანი ზრდა ფასების. დიდ ეკონომისტბა არ ჭირდება იმის მიხვედრას, რომ როგორც კი პირველადი მოხმარების საშუალებები გაიზრდება, ეს ავტომატურად გამოიწვევს ინფლაციას ჩვენს ქვეყანაში, ნაცვლად იმისა, რომ ჩვენი მთავრობა მოემზადოს ამ პროცესებისთვის, ის დაკავებულია გადაბრალების პოლიტიკით.
ამის მაგალითად მინდა მოგიყვანოთ, განათლბის მინისტრის განცხადებები. თუ დაუკვირდებით ბოლო პერიოდში საზოგადოება ჩხუბობს, აგინებს ჯეჯელავას კომბლეს გამო, რეალურად ეს ხომ სრულიად არარელევანტურია? ჯეჯელავა არის ძალიან განათლებული ადამიანი, აქვს კომუნიკაციის უნარი, მას მშვენივრად ესმის, რომ ზღაპრები ეს არის ფოლკლორის შედეგი, ან ფოლკლორის ნაწილი. არარსებობს არცერთი ქვეყანა მსოფლიოში, სადაც სახელმწიფო მოხელეები ზღაპრებს ეომებიან.
_მაშ რატომ ებრძვის ნაცარქექიას?
_კომუნისტებსაც კი, თავისი საზიზღარი იდეოლოგიით არცერთხელ არ უცდიათ ზღაპრების შეცვლა. მათ ჰყავდათ მთელი არმია კომუნიზმის პროპაგანდისტი მწერლებისა, წერდნენ ახალ გმირებზე. გაიხსენეთ პავლიკ მოროზოვი, რომლებმაც საკუთარი დედ-მამა დაახვრეტინა. მათაც კი არ მოსვლიათ თავში აზრად ზღაპრების შეცვლა.
_რატომ ქადაგებს ამას ჯეჯელავა?
_ჯეჯელავამ ძალიან კარგად იცის ეს. აკეთებს არა იმიტომ , რომ არ იცის, არამედ არ სურს საზოგადოებამ მოიცალოს სკოლის პრობლემებში ჩასახედად. თქვენ ხვდებით, სკოლებში ბავშვები სხედან პალტოებში, მასწავლებლები სახლებში უშვებენ იმიტომ, რომ არ არის გათბობა და ელემენტარული პირობები. შეუძლებელია სასწავლო პროცესი გაყინულ კლასებში. პედაგოგებს 4 წლის განმავლობაში არ ჩატარებიათ კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები. მსოფლიო ამ ოთხ წელიწადში წინ მიფრინავს, ჩვენ კი ავხტით და უკან გადავხტით. ჩვენ ნაცარქექიასა და კომბლეზე ვკამათობთ და არა იმაზე, თუ როგორ გავხადოთ ჩვენი შვილები მსოფლიოში კონკურენმტუნარიანი, არა იმაზე, რომ გათბობა უნდა იყოს საჯარო სკოლებში და პედაგოგებს ავუმაღლოთ კვალიფიკაციის დონე.
იგივე ხდება სხვა უწყებებშიც, მათ შორის თავდაცვაში.
_კონკრეტულად რას გამოყოფდით გასული წლის თავდაცვის უწყების პრობლემებიდან?
_თავდაცვის უწყებაში ეს პრობლემები გასულ წელს არ დაწყებულა. მე ვერავინ დამდებს ბრალს, რომ იზორიას მეხოტბე ვიყო, თუმცა რაც ხდება ეს დაიწყო ჯერ კიდევ 4 წლის წინ... ალასანია თავდაცვის სამინისტროს უყურებდა, როგორც თავის პოლიტიკურ ტრამპლინს, ხიდაშელი, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს და შედეგად მივიღეთ განადაგურებული უწყება იმ გამოწვევებთან პირისპირ, რომელიც ზოგდად ქვეყნის წინაშე დგას.
თქვენ წარმოგიდგენიათ, 2016 წლის მიწურულს და ახალი წლის დაწყებას სნაიპერები გვილოცავენ. 2012-ში ვინ წარმოიდგენდა, რომ 2016 წელს ვილაპარაკებდით სნაიპერის მიერ, თბილისში მოკლულ ადამიანზე თვისივე აივანზე ან ვილაპარაკებდით სკოლებში შეგროვილ ე.წ. ობშიაკზე და ზონებზე სკოლებიდან გასაგზავნ ფულზე...
_ბატონო დიმიტრი, რაც შეეხება ნაციონალურ მოძრაობას. თქვენ ხართ ამ პარტიის წევრი. რა ხდება ყოფილ სახელისუფლო პარტიაში და რას მივაწეროთ ეს ღია დაპირისპირება?
_ეს არის დაპირისპირება პარტიაში არსებული მცირე ჯგუფის პარტიის წევრებთან და მხარდამჭერებთან, ხალხთან ვის კისერზეც გადავიდა არჩევნები, ხალხთან ვინც ქმნის ნაციონალური მოძრაობის ხერხემალს. ნაცმოძრაობის მთავარმა საბჭომ, ჩემი აზრით მიიღო ერთადერთი სწორი გადწყეტილება. ეს არის პარტიის დიდი ყრილობის მოწვევა და სამომავლო ბედის გადაწყვეტა. პარტიის ბედი და ყველა მნიშვნელოვანი საკითხი უნდა გადაწყვიტოს ყრილობამ, ეს არის დემოკრატიული პრინციპი ყველა ნორმალურ პოლიტიკურ ორგანიზაციაში. მეტი გზა არ არსებობს. ერთი არის მიიღონ მთავარი საბჭოს და ყრილობის გადაწყვეტილება, რადგან 35 ათასმა კაცმა უნდა მიავლინოს 7 ათასი დელეგატი და უნდა მიიღოს ყრილობამ გადაწყვეტილება, ვიღაცას მოსწონს თუ არა, ეს არის დემოკრატიული პრინციპი და უნდა შეეგუონ, ან უნდა დატოვონ პარტია, რომლის წევრებსაც ის არ ენდობა. მესამე გზა არ არსებობს. მე იმედი მაქვს, რომ ყრილობამდე ეს ყველაფერი დალაგდება. შეუძლებელი დაპირისპირება 35 ათას წვერთან და 7 ათას დელეგატთან. ეს უნდა ესმოდეს ყველას. აქ არ არის საუბარი შიდა დაპირისპირებაზე პერსონებთან, აქ საუბარია წევრებზე, რომელმაც უნდა მიიღოს გადაწყვეტილება.
_გასაგებია, რომ პარტიის ბედს ყრილობა წყვეტს და მისი წევრები, თუმცა მაინც იკვეთება ლიდერებს შორის დაპირისპირება, აქვე გკითხავთ, როდესაც მიხეილ სააკაშვილთან დაპირისპირების თემა განიხილება, საუბარია იმაზეც, თითქოს დასავლელი პარტნიორების რეკომენდაციაა მოხდეს პოლიტიკისგან სააკაშვილის დისტანცირება. თქვენ თუ გქონიათ მსგავსი რეკომენდაცია მოსმენილი?
_დასავლეთის შესახებ ეს ისტორიები არის მოგონილი იმისათვის, რომ დაასუსტონ ნაციონალური მოძრაობა. დასავლეთმა ძალიან კარგად იცის, რომ მიხეილ სააკშვილმა არარსებული სახელმწიმფოსგან შექმნა განვითარებული, სამაგალითო ქვეყანა პოსტსაბჭოთა სივრცეში. რელისტები ვიყოთ... საქარველოში პოლიტიკური წონის, პოლიტიკური კაპიტალის მქონე მეორე მიხეილ სააკაშვილი არ არსებობს. შეუძლებელია ორ არათანაბარი პოლიტიკური ფიგურის წონის დაპირისპირება.
_თუმცა, ეს ბრძოლა ხომ არ ასხამა ბიძინა ივანიშვილის წისქვილზე წყალს. მე არ ვსაუბრობ გარიგებაზე... დღეს ივანიშვილის მთავარი ოპონენტი მაინც მიხეილ სააკაშვილია, თუ გნებავთ თქვენი სიტყვებიდან რომ ამოვიდეთ - მისი პოლიტიკური წონის ფიგურა არ არის დღეს საქართველოში...
_მიხეილ სააკაშვილს აქვს დაპირისპრიება ბიძინა ივანიშვილთან, პუტინთან, უკრაინის პოლიტიკურ ელიტასთან, რომელიც ღუპავს ქვეყანას. მაგრამ საქართველოში ბიძინა ივანიშვილის გარდა, ვერავინ დაიბრალებს, რომ არის მიხეილ სააკაშვილთან დაპირისპირებული. მე მესმის, რომ არის გულგატეხილობა დამარცხების შემდეგ; მე მესმის, რომ 600 ათასი ხმა, რომელიც მოგვცეს, პარტიის ხელმძღვანელობამ ვერ დაიცვა ის ხმები და მესმის, რომ არსებობს შეკითხვები და სწორედ ამიტომ, არსებობს ყრილობა და 35 ათას ადამიანს ჰყვას თავისი 7 ათასი დელეგატი ყრილობის, რომელიც ამ კითხვებს პასუხებს გასცემს. მე როგორც პარტიის რიგითი წევრი და ყველა ჩვენგანი უნდა დავემორჩილოთ პარტიის ყრილობის გადაწყვეტილებას.
მასალის გამოყენების პირობები






