სავარაუდოდ, თავდასხმაში ეჭვმიტანილს ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდა თან. მან ტერიტორიულად ერთმანეთთან ახლოს მდებარე მარკეტები შეარჩია, გამყიდველებთან შევიდა და იარაღის მუქარით ფული მოსთხოვა.
საერთო ჯამში, "ნიუპოსტის" წყაროს ცნობით, თავდამსხმელმა მაღაზიებიდან დაახლოებით 700 ლარამდე თანხა გაიტაცა და მიიმალა.
ამ ინფორმაციას ადასტურებს შს იმერეთის მთავარი სამხარეო სამმართველოს უფროსი დავით გამეზარდაშვილი. მისი თქმით, ამ დროისთვის მიმდინარეობს ეჭვმიტანილის იდენტიფიცირების სამუშაოები, სამართალდამცველთა ერთი ჯგუფი კი ცდილობს, დანაშაულში ეჭვმიტანილს ცხელ კვალზე მისდიოს.
პოლიციის უფროსი არც ადასტურებს და არც უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თავდამსხმელი ქუთაისელი არ იყო და, სავარაუდოდ, ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის სასამართლო პროცესზე ჩამოსულ ერთ-ერთ ჯგუფს ჩამოჰყვა.
მასალის გამოყენების პირობები






