"არავის გაძევებას არ ვაპირებთ...ყველას საახალწლო ნაძვის ხეზე ვიწვევ" - პუტინის ირონიული პასუხი ბარაკ ობამას სანქციებს
მსოფლიო - 16:56, 30 Dec, 2016     17513
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების საპასუხოდ, რუსეთიდან 35 ამერიკელი დიპლომატის გაძევების შესახებ, სერგეი ლავროვის შეთავაზებას უპასუხა.


პუტინის თქმით, ის ქვეყნიდან არავის გაძევებას არ აპირებს. როგორც პუტინმა განაცხადა, ობამას გადაწყვეტილება პროვოკაციაა, თუმცა რუსეთი მსგავს სატყუარას არ წამოეგება.

ამის შესახებ კრემლის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია საუბარი.

„აშშ-ის ადმინისტრაციის ხალი არამეგობრულ ნაბიჯს პროვოკაციად ვაფასებთ, რომელიც მიზნად ისახავს აშშ-რუსეთის მომავალი ურთიერთობების რღვევას. ეს აშკარად ეწინაღმდეგება როგორც რუსი, ასევე ამერიკელი ხალხის ინტერესებს, რასაც მთელი რიგი კომპლექსური საერთაშორისო ურთიერთობების დაზარალება შეუძლია“ - ნათქვამია პუტინის განცხადებაში.

მისი თქმით, რუსეთი არ დაეშვება „უპასუხისმგებლო დიპლომატიის“ დონეზე და შეეცდება რუსულ-ამერიკული ურთიერთობების აშენებას იმ პოლიტიკის საფუძველზე, რომელსაც დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია გაატარებს.

„სამშობლოში დაბრუნებული რუსი დიპლომატები დღესასწაულს საკუთარი ახლობლების გარემოცვაში, სახლში გაატარებენ. ჩვენ არ შევუქმნით პრობლემას ამერიკელ დიპლომატებს. ჩვენ არავის გავაძევებთ. უფრო მეტიც, რუსეთში აკრედიტებულ ყველა ამერიკელი დიპლომატის ბავშვებს, კრემლში, საახალწლო ნაძვის ხეზე ვიწვევ.

სამწუხაროა, რომ პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციამ მუშაობა ამ გზით დაასრულა, მიუხედავად ამისა, ვულოცავ მასა და მის ოჯახს დამდეგ ახალ წელს.

ვულოცავ არჩეულ პრეზიდენტსა და ამერიკელ ხალსაც!

გისურვებთ ყველას კეთილდღეობას





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42