საქართველოში ეკონომიკის 11 თვის საშუალო ზრდა 2.4%-ია
ბიზნესი & ეკონომიკა - 16:29, 30 Dec, 2016     1675

2016 წლის ნოემბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, მთლიანი შიდა პროდუქტის რეალურმა ზრდამ 2.0% შეადგინა. 2016 წლის 11 თვის (იანვარი-ნოემბერი) საშუალო რეალურმა ზრდამ 2.4% შეადგინა.

მშპ-ის ზრდაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა 2016 წლის ნოემბრის თვეში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მაჩვენებლის ზრდამ. ამ მხრივ, მაღალი რეალური ზრდა დაფიქსირდა საკვები პროდუქტების წარმოების სექტორში, რაც სავარაუდოდ დაკავშირებულია 2016 წლის ნოემბერში თხილის ექსპორტის ზრდასთან.

ასევე მნიშვნელოვნად გაიზარდა უძრავი ქონების (როგორც პირველადი, ასევე არაპირველადი) რეგისტრაციის მაჩვენებელი. კერძოდ, აღნიშნული მაჩვენებელი წლიურად 33%-ით გაიზარდა, მაშინ, როდესაც 2015 წლის ნოემბერში ზრდა მხოლოდ 2.6% იყო. ეს ირიბად მიუთითებს უძრავ ქონებაზე მოთხოვნის ზრდაზე, რაც თავის მხრივ აისახებოდა უძრავი ქონებით განხორციელებული ოპერაციების რეალურ ზრდაზე.

აღსანიშნავია, რომ 2016 წლის 11 თვის მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ერთ-ერთი საუკეთესოა რეგიონში. კერძოდ, საქართველოში ეკონომიკის 11 თვის საშუალო ზრდა 2.4%-ია, აზერბაიჯანი - (- 3.9%), რუსეთი - (- 0.7%), თურქეთი - 2.4%, სომხეთი - 2.3%.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42