ონლაინ სესხების - ეფექტური საპროცენტო განაკვეთი
ბიზნესი & ეკონომიკა - 16:18, 30 Dec, 2016     1749
დღეს, როცა სესხების შესახებ ვსაუბრობთ, ძალიან ხშირად გვხდება ისეთი ტერმინი როგორიცაა „წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი“. ამ სტატიაში შევეცდებით აგიხსნათ რა არის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი და რის გამოსათვლელად გამოიყენება იგი.

რას არის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი?

საქართველოს ეროვნული ბანკის განმარტება:

"ეფექტური საპროცენტო განაკვეთი არის საკრედიტო ან სადეპოზიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფიქსირებული ან ინდექსირებული წლიური საპროცენტო განაკვეთი განსაზღვრული პერიოდის მანძილზე, რომლის გაანგარიშებაში გაითვალისწინება ყველა აუცილებელი ფინანსური ხარჯი, მომხმარებლის მიერ ამ ხარჯების გაწევის პერიოდის გათვალისწინებით."

ანუ - ეფექტური საპროცენტო განაკვეთი ეს არის ყველა დანახარჯის ერთობლიობა (სესხის მთლიანი თანხა, სესხის პროცენტი, ყველა საკომისიო, ძირი თანხის გადახდის თარიღი, პროცენტები და ა.შ.) რომელიც მსესხებელმა უნდა გაწიოს მის მიერ აღებულ კრედიტის მომსახურებაზე. ეს მაჩვენებლი ერთჯერადად განისაზღვრება და გათვლილია სესხის ხელშეკრულების ვადის გასვლამდე.

საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, ნებისმიერი ბანკი და მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ვალდებულია მომხმარებლის ინფორმირება მოახდინოს სესხის ღირებულების შესახებ, რაც პირდაპირ ეფექტურ საპროცენტო განაკვეთზეა დამოკიდებული.

გაანგარიშებაში შეიძლება არ ჩაითვალოს ზოგიერთი ერთჯერადი გადახდები. მაგალითად: ვადაზე ადრე გადახდის ხარჯები, გადავადებული სესხის თანხები და სხვა. ამის მიზეზი მარტივია - მსგავსი დავალიანების წარმოქმნა დამოკიდებულია თავად მსესხებლზე.

ჩვენი კომპანია ონლაინ კრედიტი სწრაფი სესხის მიღებას ყველაზე გამჭვირვალე პირობებით გთავაზობთ. ჩვენი კალკულატორის მეშვეობით თქვენ უთითებთ თანხის ოდენობას და ვადას, რა ხნითაც გსურთ სესხის სარგებლობა. მონაცემების შეყვანის შემდეგ სისტემა ავტომატურად გიბრუნებთ ციფრს, რომლის გადახდაც მოგიწვეთ.

მაგალითად: გსურთ 100 ლარიანი სტანდარტული სესხის 10 დღით მიღება.

ამგვარი სესხის საპროცენტო განაკვეთი დღიურად 0.7%-ს შეადგენს. სესხის სარგებლობისთვის დღეში 70 თეთრის გადახდა გიწევთ. 10 დღეში გადასახდელი 7 ლარი იქნება. სესხულობთ 100 ლარს და აბრუნებთ - 107-ს.

რამდენია ონლაინ სესხების წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი?

როცა ონლაინ სესხების კომპანიებს სთხოვენ იმის ახსნას, თუ რატომ არის ასეთი მაღალი მათი ეფექტური საპროცენტო განაკვეთი, ხშირ შემთხვევაში მათი პასუხი არის ძალიან სტანდარტული: მაღალი რისკის შემცველობა სესხის გაცემის დროს.

თუმცა ხშირად მსგავსი პასუხი არ აკმაყოფილებს ბევრს მომხმარებელს და ამიტომაც ამ საკითხთზე უფრო დეტალურად შევჩერდებით.

მოცემულ სურათზე შეგიძლიათ იხილოთ წლიური საპროცენტო განაკვეთის დათვლის სტანდარტული ფორმულა, რომლის საფუძველზეც არის გამოანგარიშებული ონლაინ კრედიტის სესხების წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი.

ჩვენი წლიური საპროცენტი განაკვეთი 700 ლარამდე სესხზე განისაზღვრება 1132%-დან 384%-მდე, რადგან განმეორებით სესხზე იცვლება მომხმარებლის სტატუსი და შესაბამისად საკომისიოს დარიცხვის განაკვეთიც.

800-დან 2000 ლარამდე თვის სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრება 435%-ით.

რატომ აქვთ ონლაინ სესხების კომაპნიებს ამხელა ეფექტური საპროცენტო განაკვეთი?

ბევრი მომხმარებლისთვის, რომლებიც შეჩვეულნი არიან საბანკო სესხს, რომლის წლიური საპროცენტო განაკვეთი 15-20%-ია მსგავსი ციფრები დამაბნეველია.

მაგალითად, მეგობარმა გასესხათ 300 ლარი, რომელიც უნდა დააბრუნოთ 2 დღეში. ამ ვადაში თქვენ დააბრუნეთ ნასესხები თანხა და მადლიერების ნიშნად, მეგობარი ლუდზე დაპატიჟეთ, რომელიც 6 ლარი დაგიჯდათ. თუ ლუდზე დაპატიჟების თანხას ვიანგარიშებთ როგორც თანხის სარგებელს, მოცემული ფორმულის თანახმად, სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი იქნებოდა 3648.28%-ი. წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთის გამოანგარიშება შესაძლებელია აქ - საქართველოს ეროვნული ბანკის საიტზე.

როგორც უკვე ავღნიშნეთ, ონლაინ სესხები არ განეკუთვნება ხანგრძლივი მოხმარების სესხების კატეგორიას, ისინი სულ რამდენიმე კვირით გაიცემა. რეალურად კი ჩვენი, ონლაინ კრედიტის, ხელშკრულებით გათვალისწინებული 1 თვიანი ვადის სარგებელი 21%-ს არ აღემატება და არასწორი იქნებოდა მისი წლის სესხებთან შედარება.

არის კი ონლაინ სესხები იმაზე უფრო ძვირი ვიდრე ჩვეულებრივი საბანკო სესხი?

რა თქმა უნდა, არის, მაგრამ ონლაინ სესხები არ განეკუთვნებიანი სტანდარტული სესხების კატეგორიას, რომელსაც აქამდე ვიცნობდით. იგი ძირეულად განსხვავდება და გამოიყენება მხოლოდ გადაუდებელი შემთხვევების დროს, როცა საშუალება არა გაქვთ ტრადიციული გამსესხებლისაგნ სწრაფი და ეფექტური ფინანსური დახმარება მიიღოთ.

თუმცა, რამდენადაც ადვილია ონლაინ სესხების მიღება, იმდენად რთული შეიძლება გახდეს მისი უკან დაბრუნება. ასე რომ სანამ სესხის აღებას გადაწყვეტდეთ დეტალურად გაეცანით ხელშეკრულების პირობებს და მერე გადაწყვიტეთ გაქვთ თუ არა შესაძლებლობა მითითებულ ვადებში





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42