შეხვედრის მიზნებსა და სამომავლო გეგმებზე "ნიუპოსტს" ირაკლი ქადაგიძე ესაუბრა.
"დღეს გამართულ ღონისძიებებზე სამომავლო გეგმებსა და იმ პრობლემატურ საკითხებზე ვისაუბრეთ, რაც დღეს რეგიონში ყოფილ სამართალდამცავებს გააჩნიათ. დაარსდა რეგიონალური ცენტრი, რომელსაც ხელმძღვანელობს ყოფილი პროკურორი, ირაკლი ბარძიმაძე.
ძალიან ბევრი საკითხები იქნა განხილული ამ შეხვედრაზე. როგორც ჩვენმა ლიგამ თავიდანვე დააანონსა, ჩვენი მიზანი არის ძალოვანი სტრუქტურების ყოფილი და მოქმედი თანამშრომლების კანონით გარანტირებული უფლებების დაცვა.
ძალოვანი სტრუქტურებიდან გათავისუფლებულ თითოეულ პირს გავუწევთ უფასო საადვოკატო მომსახურებას, ამას გააკეთებს ჩვენი იურიდიული და სამართლებრივი ცენტრი", - განაცხადა ირაკლი ქადაგიძემ.
შეგახსენებთ, რომ "სამართალდამცავთა დაცვის ლიგამ" ორი შეხვედრა, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და იმერეთის რეგიონში უკვე გამართა, დღეს შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში გაიმართა. რაც შეეხება უახლოეს გეგმებს, მიმდინარე კვირაში კიდევ ორ რეგიონში არის შეხვედრები დაგეგმილი.
მასალის გამოყენების პირობები






