„ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე, მომდევნო კვირას, ჩვენი სადაზვერვო საზოგადოების წარმომადგენლებს შევხვდები, რათა აღნიშნულ სიტუაციასთან დაკავშირებით უახლესი ინფორმაცია მივიღო“- განაცხადა ტრამპმა.
მისი თქმით, აშშ „წინ უნდა წავიდეს და უფრო მნიშვნლეოვანი საქმეებით დაკავდეს.“
შეგახსენებთ, ბარაკ ობამას ადმინისტრაციამ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების შესახებ განაცხადა,რომლის მიხედვითაც შტატების ხელისუფლებამ ვაშინგტონიდან და სან-ფრანცისკოდან 35 რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო.
თეთრი სახლის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, სანქციები მოსკოვში ამერიკელი დიპლომატების მიმართ მტრული კამპანიის წარმოებისთვის საპასუხო ზომებს წარმოადგენს.შეერთებული შტატების ხელისუფლებამ წინასაარჩევნო პერიოდში განხორციელებულ კიბერთავდასხმებში რუსი ჰაკერები დაადანაშაულა და განაცხადა, რომ შეტევის მიზანი საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოხდენა იყო, რასაც ოფიციალური მოსკოვი კატეგორიულად უარყოფს.
რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებს მოსკოვი შესაბამის პასუხს გასცემს და საპასუხო ზომები ამერიკულ მხარეს ამავე სფეროში დისკომფორტს შეუქმნის.
რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა სერგეი ლავროვმა კი აშშ-ის მიერ რუსი დიპლომატების გამოძევების საპასუხოდ პუტინს 35 ამერიკელი დიპლომატის პერსონა ნონ-გრატად გამოცხადება შესთავაზა.
მასალის გამოყენების პირობები






