საპარტნიორო ფონდმა „სტარტაპის ელჩის“ სპეციალური პროგრამა დაიწყო
ბიზნესი & ეკონომიკა - 14:33, 30 Dec, 2016     1480
საპარტნიორო ფონდმა, „სტარტაპ საქართველოს“ პროგრამაში რეგიონების ჩართულობის გაზრდის მიზნით სპეციალური პროგრამა „სტარტაპის ელჩი“ დაიწყო.

პროგრამა გულისხმობს, ეკონომიკური განათლების მქონე სტუდენტების ჩართვას პოტენციური სტარტაპერების მოძიებაში მთელი საქართველოს მასშტაბით და მათთვის დახმარების გაწევას, იდეების ფორმულირებაში, კვალიფიციური ბიზნეს გეგმების მომზადებაში, განაცხადების შევსებაში. სანაცვლოდ, ასეთ სტუდენტებს მიეცემათ შესაძლებლობა მიიღონ რეალურ ბიზნეს პროექტებთან მუშაობის გამოცდილება, გაიარონ სტაჟირება „სტარტაპ საქართველო“-ში და ისარგებლონ დამატებითი კრედიტებით უმაღლეს სასწავლებლებში.

„ეს პროგრამა დაეხმარება ჩვენს თანამოქალაქეებს სხვადასხვა რეგიონებიდან საკუთარი საინტერესო და სიცოცხლისუნარიანი იდეები „სტარტაპ საქართველოს“ დახმარებით რეალურ პროექტებად აქციონ. ჩვენი ახალგაზრდები შეასრულებენ „სტარტაპ საქართველოს“ ელჩების როლს, წარმოაჩენენ რა ამ პროგრამას ქალაქებსა და სოფლებში. საბოლოო ჯამში კი ჩვენ მივიღებთ უფრო მეტ საინტერესო პროექტს რეგიონებიდან და „სტარატაპ საქართველო“ კიდევ უფრო სახალხო პროექტი გახდება,“ განაცხადა საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ.

საპარტნიორო ფონდის წარმომადგენლებმა საწყის ეტაპზე შეხვედრები გამართეს ეკონომიკური პროფილის სტუდენტებთან თელავის, გორის, რუსთავის, ახალციხის, ბათუმის, ქუთაისის უნივერსიტეტებში. აღსანიშნავია, რომ 300-მდე სტუდენტმა უკვე გამოხატა სურვილი ჩაერთოს „სტარტაპის ელჩის“ პროგრამაში.

„სტარტაპ საქართველო“ პროგრამა ხორციელდება საპარტნიორო ფონდის და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ და მაღალტექნოლოგიური და ინოვაციური კომპონენტებისგან შედგება. დღეისათვის გამარჯვებულად 65 პროექტი გამოცხადდა.

პროექტების შერჩევა კონკურსის წესით ხდება. ახალი წლიდან „სტარტაპ საქართველოს“ პროგრამაში მონაწილეობისთვის განაცხადების შეტანა და მათი შესწავლა განხორციელდება მუდმივ რეჟიმში, ხოლო გამარჯვებულების დაჯილდოება პერიოდულად, წელიწადში რამდენჯერმე მოხდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42