აშშ 35 რუს დიპლომატს ქვეყნიდან აძევებს - ბარაკ ობამამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
მსოფლიო - 12:13, 30 Dec, 2016     6237
ოფიციალურმა ვაშინგტონმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების შესახებ განაცხადა, რომლის მიხედვითაც შტატების ხელისუფლებამ ვაშინგტონიდან და სან-ფრანცისკოდან 35 რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო.


თეთრი სახლის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, სანქციები მოსკოვში ამერიკელი დიპლომატების მიმართ მტრული კამპანიის წარმოებისთვის საპასუხო ზომებს წარმოადგენს.

აშშ-ის ხელისუფლება დაკეტავს მერილენდსა და ნიუ-იორკში მდებარე დაწესებულებებს, სადაც რუსი დიპლომატები მოღვაწეობდნენ, შეერთებული შტატების ინფორმაციით, ეს დაწესებულებები დაზვერვის მონაცემების მოსაპოვებლად გამოიყენებოდა. ახლა დიპლომატებს 72 საათი აქვთ ქვეყნის დასატოვებლად.

აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული სანქციები ექვს პირსა და ხუთ უწყებას ეხება, მათ შორისაა რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსი იგორ კორობოვი და მისი მოადგილეები ვლადიმერ ალექსეევი და სერგეი გიზუნოვი.

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ცნობილი გახდა, რომ 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის გამო აშშ რუსეთისთვის სანქციების დაწესებას აპირებდა.

შეერთებული შტატების ხელისუფლებამ წინასაარჩევნო პერიოდში განხორციელებულ კიბერთავდასხმებში რუსი ჰაკერები დაადანაშაულა და განაცხადა, რომ შეტევის მიზანი საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოხდენა იყო, რასაც ოფიციალური მოსკოვი კატეგორიულად უარყოფს.

2015 წლის მარტში დემოკრატიული პარტიის შტაბის კომპიუტერულ ქსელზე კიბერშეტევა განხორციელდა, რის შემდეგაც ჰილარი კლინტონის იმეილების სკანდალი დაიწყო, რომლის თანახმადაც კლინტონი სახელმწიფო მდივნობისას ოფიციალური მიმოწერისთვის პირად ელექტრონულ ფოსტას იყენებდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42