რუსეთი შესაბამის პასუხს გასცემს აშშ-ის მიერ ახალი სანქციების დაწესებას - მარია ზახაროვა
მსოფლიო - 12:42, 29 Dec, 2016     3933
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებით, კრემლი შესაბამის პასუხს გასცემს, თუ აშშ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს დააწესებს.

“ჩვენ დავიღალეთ “რუსი ჰაკერების” შესახებ სიცრუით. ბარაკ ობამას ადმინისტრაციამ ჯერ კიდევ ნახევარი წლის წინ დაიწყო ეს დეზინფორმაცია ნოემბრის არჩევნებში სასურველი კანდიდატისთვის ხელშეწყობის მიზნით და რადგან სასურველს ვერ მიაღწია, ეძებს მარცხის გასამართლებელ მიზეზს" - ნათქვამია მარია ზახაროვას განცხადებაში.
შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის გამო აშშ რუსეთისთვის სანქციების დაწესებას აპირებს.


როგორც ვაშინგტონ პოსტი იტყობინება, მოქმედი პრეზიდენტის ბარაკ ობამას ადმინისტრაცია საპასუხო ზომების დეტალებზე მუშაობას ასრულებს და სავარაუდოდ, ამ კვირაში ოფიციალურ განცხადებასაც გააკეთებს.

გამოცემის თანახმად, საუბარია ეკონომიკურ სანქციებსა და დიპლომატრი ურთიერთობების შეზღუდვაზე.

შეერთებული შტატების ხელისუფლებამ წინასაარჩევნო პერიოდში განხორციელებულ კიბერთავდასხმებში რუსი ჰაკერები დაადანაშაულა და განაცხადა, რომ შეტევის მიზანი საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოხდენა იყო, რასაც ოფიციალური მოსკოვი კატეგორიულად უარყოფს.

2015 წლის მარტში დემოკრატიული პარტიის შტაბის კომპიუტერულ ქსელზე კიბერშეტევა განხორციელდა, რის შემდეგაც ჰილარი კლინტონის იმეილების სკანდალი დაიწყო, რომლის თანახმადაც კლინტონი სახელმწიფო მდივნობისას ოფიციალური მიმოწერისთვის პირად ელექტრონულ ფოსტას იყენებდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42