„სტარტაპ საქართველოს“ პროგრამის ფარგლებში კიდევ ცხრა გამარჯვებული პროექტი გამოვლინდა
ბიზნესი & ეკონომიკა - 09:45, 29 Dec, 2016     1789
საპარტნიორო ფონდმა „სტარტაპ საქართველოს“ პროგრამის ინოვაციურ კომპონენტში კიდევ ცხრა გამარჯვებული პროექტი გამოავლინა. თითოეული გამარჯვებული პროექტი 100 000 ლარის ფარგლებში დაფინანსდება. პროგრამა საპარტნიორო ფონდის და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ ერთობლივად ხორციელდება და მაღალტექნოლოგიური და ინოვაციური კომპონენტებისგან შედგება.

„სტარტაპ საქართველოს“ მორიგ გამარჯვებულთათვის სერტიფიკატების გადაცემის ოფიციალურ ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე, საპარტნიორო ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს წევრები და „სტარტაპ საქართველოს“ ბენეფიციარები დაესწრნენ.

“მიხარია, რომ ჩვენ კიდევ დამატებით ცხრა საინტერესო პროექტი გამოვავლინეთ. პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული ეს პროგრამა მნიშვნელოვანი მოვლენაა ქართული ეკონომიკური რეალობისთვის. პროგრამის განხორციელებით ჩვენ საქართველოს მოქალაქეებს რეალური შანსი მივეცით საკუთარი იდეების რეალიზებისთვის, რაც საბოლოოდ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას დაეხმარება,”-განაცხადა საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ.

გამარჯვებულთა შორის მოხვდა განაცხადები, როგორც დედაქალაქიდან, ასევე რეგიონებიდან. პროექტები მრეწველობის, მომსახურების, სოფლის-მეურნეობის პროდუქტების გადამამუშავებელ და სხვა სფეროებს მოიცავს. თითოეული პროექტი შეიცავს ინოვაციურობის ელემენტებს, ემსახურება საქართველოს ბაზარზე ნაკლებად ათვისებული ან სრულიად ახალი პროდუქციის, მომსახურების ან ტექნოლოგიის დანერგვას და იმპორტის ჩანაცვლებას.

„სტარტაპ საქართველოს“ პროგრამის პირველი შესარჩევი კონკურსი ამა წლის ივნისის თვეში გამოცხადდა. 720 განაცხადიდან ინოვაციურ კომპონენტში დაფინანსება 36-მა, ხოლო მაღალტექნოლოგიურ ნაწილში 20 პროექტმა მიიღო. ნოემბერში საპარტნიორო ფონდმა „სტარტაპ საქართველოს" პროგრამის ინოვაციურ კომპონენტში ბიზნეს პროექტებისა და აპლიკაციების მიღება განაახლა.

პროგრამის თანახმად, ყველა გამარჯვებული პარტნიორთა შეთანხმებას აფორმებს, რომლის საფუძველზეც მათი დაფინანსება მოხდება. პროგრამის განხორციელების პირველ ეტაპზე სახელმწიფომ 11 მილიონი ლარი გამოყო.„სტარტაპ საქართველოს“ პროგრამაში მონაწილეობისთვის განაცხადების შეტანა და მათი შესწავლა ხორციელდება მუდმივ რეჟიმში, ხოლო გამარჯვებულების დაჯილდოება ხდება პერიოდულად, წელიწადში რამდენჯერმე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42