როგორც ვაშინგტონ პოსტი იტყობინება, მოქმედი პრეზიდენტის ბარაკ ობამას ადმინისტრაცია საპასუხო ზომების დეტალებზე მუშაობას ასრულებს და სავარაუდოდ, ამ კვირაში ოფიციალურ განცხადებასაც გააკეთებს.
გამოცემის თანახმად, საუბარია ეკონომიკურ სანქციებსა და დიპლომატრი ურთიერთობების შეზღუდვაზე.
შეერთებული შტატების ხელისუფლებამ წინასაარჩევნო პერიოდში განხორციელებულ კიბერთავდასხმებში რუსი ჰაკერები დაადანაშაულა და განაცხადა, რომ შეტევის მიზანი საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოხდენა იყო, რასაც ოფიციალური მოსკოვი კატეგორიულად უარყოფს.
2015 წლის მარტში დემოკრატიული პარტიის შტაბის კომპიუტერულ ქსელზე კიბერშეტევა განხორციელდა, რის შემდეგაც ჰილარი კლინტონის იმეილების სკანდალი დაიწყო, რომლის თანახმადაც კლინტონი სახელმწიფო მდივნობისას ოფიციალური მიმოწერისთვის პირად ელექტრონულ ფოსტას იყენებდა.
მასალის გამოყენების პირობები






