10:00 საათზე - თბილისის მერიაში მთავრობის სხდომა გაიმართება.
მისამართი: შარტავას #7
საკონტაქტო პირი: ნინი მთვარაძე 598 14 11 51
10:00 საათზე - ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელია დასაქმების მიმართულებით ინოვაციურ მექანიზმს - შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემას წარმოადგენს, რომელიც მომხმარებლისთვის ქვეყანაში შრომის ბაზრის ტენდენციებზე, კარიერულ დაგეგმვასა და პროფესიებზე განახლებული ინფორმაციის მიწოდებას უზრუნველყოფს.
მის.: აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, თბილისი (ჯანდაცვის სამინისტროს ეროვნული სასწავლო ცენტრი)
საკ. პირი: სოფო ჭუმბურიძე - 599 120 009
10:30 საათზე - „პირველის“ პრესკლუბში "აფბას" ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტი შოთა გულბანი და თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის ხელმძღვანელი ვახტანგ ჭარაია, ბრიფინგს გამართავენ.
თემა: 2016 წლის ეკონომიკის მიღწევები და ჩავარდნები. 2017 წლის გამოწვევები.
მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი ,,დიდუბე პლაზა", მე-2 სართული. საკონტაქტო პირი: 595 03 77 22 - თამთა კალანდაძე
11:00 საათზე - „პირველის“ პრესკლუბში ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი პრესკონფერენციას გამართავს
თემა: 2017 წლის ასტროლოგიური პროგნოზი
მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი ,,დიდუბე პლაზა", მე-2 სართული. საკონტაქტო პირი: 595 03 77 22 - თამთა კალანდაძე
11:00 საათზე - პორტალ „კვირას“ პრესკლუბში, ”დემოკრატიული მოძრაობის“ წარმომადგენელი დიმიტრი ლორთქიფანიძე პრესკონფერენციას გამართავს და სპეციალურ განცხადებას გააკეთებს - მარიხუანას პუპულარიზებასა და იმ კამპანიასთან დაკავშირებით, რაც წლის ბოლოს იგეგმება.
მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2.
საკ. პირი: ეკა გულუა 599 726 565
11:30 საათზე - პორტალ „კვირას“ პრესკლუბში, ახალგაზრდა შემოქმედებითი ჯგუფის ერთ-ერთი წევრის დედა თამარ ლორთქიფანიძე საგანგებო პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: ”ახალგაზრდა შემოქმედები, რომლებიც გადაღებაზე იმყოფებოდნენ 4 ქვეყანაში მალაზია, ტაილანდი, შრილანკა და ინდოეთი და უნიკალური დოკუმენტური მასალა გადაიღეს, „ფლაი დუბაის“ შეცდომის გამო საქართველოში ვერ ბრუნდებიან”
მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2.
საკ. პირი: ეკა გულუა 599 726 565
11:30 საათზე - პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება
ქუთაისი, ბიუროს სხდომათა დარბაზი
11:45 საათზე - „პირველის“ პრესკლუბში საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორობის კანდიდატი გურამ ფალავანდიშვილი პრესკონფერენციას გამართავს
თემა: გურამ ფალავანდიშვილის პერსონალური განცხადება
მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი ,,დიდუბე პლაზა", მე-2 სართული. საკონტაქტო პირი: 595 03 77 22 - თამთა კალანდაძე
12:00 საათზე - პარლამენტის რიგგარეშე სესიის სხდომა გაიმართება
ქუთაისი, პლენარულ სხდომათა დარბაზი
12:00 საათზე - პორტალ „კვირას“ პრესკლუბში, ექსპერტი მამუკა არეშიძე პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: ”საკონსტიტუციო მისია და კომისიის მუშაობის ვადები”; ”ისლამისტების სამიზნეები”; ”ნარკოპოლიტიკა და დაანონსებული მარიხუანას პუპულარიზების აქცია”; ”მიმდინარე პოლიტიკური საკითხები”.
მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2.
საკ. პირი: ეკა გულუა 599 726 565
12:00 საათზე - ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე მედიის წარმომადგენლებთან წლის შემაჯამებელ შეხვედრას გამართავს.
მისამართი: შალვა დადიანის ქუჩა 2/1
საკ. პირი: ბელა გომურაშვილი 599 901 408
12:30 საათზე - „პირველის“ პრესკლუბში დემოგრაფიული განვითარების ფონდის ხელმძღვანელი ზვიად ტომარაძე პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: ზვიად ტომარაძე სკონსტუტიციო კომისიას 4 საკონსტუტიციო ცვლილებას სთავაზობს
მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი ,,დიდუბე პლაზა", მე-2 სართული. საკონტაქტო პირი: 595 03 77 22 - თამთა კალანდაძე
13:00 საათზე - ქალაქ ონში ვიცე-პრემიერი/ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთი მხარის გუბერნატორი პარმენ მარგველაძე, შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ გენერალური დირექტორი ირაკლი ბენდელიანი და აზერბაიჯანული კომპანიის „სოკარ ჯორჯია გაზი“-ის დირექტორი მაირ მამედოვი ქალაქ ონში ახლად აშენებულ გაზგამანაწილებელ ქსელს დაათვალიერებენ და ონის ცენტრში ჩირაღდანს აანთებენ.
საკონტაქტო პირი : ირაკლი გაფრინდაშვილი - 599 56 18 47
13:00 საათზე - დედა ენის ბაღში, "ქალთა ფონდი საქართველოში" აქტივისტებთან ერთად აქციას გამართავს, წინასაახალწლოდ ხეების მასიური ჭრის და ნაგვის სეგრეგაციის თანამედროვე სისტემის არარსებობის წინააღმდეგ.
აქციის მონაწილეები პლასტმასის გამოყენებული ბოთლებისგან დიდ ნაძვის ხეს ააგებენ და სათამაშოებს დაამზადებენ.
საკ. ტელ: 598 212 225
14:45 საათზე - განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა განვლილი წლის შედეგების პრეზენტაციას გამართავს, რომელსაც მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა გახსნის.
მისამართი: სასტუმრო ,,თბილისი მარიოტი“
15:00 საათზე - საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა გაიმართება
ქუთაისი, დარბაზი N307
16:00 საათზე - არასამთავრობო ორგანიზაცია "ეკოლოგიის მცველების" მიერ სიმბოლური აქცია - "მორთე ცოცხალი ნაძვი, შეინარჩუნე ბუნება" გაიმართება.
17:45 საათზე- ”დედაენის ბაღში”, საპარტნიორო ფონდი „სტარტაპ საქართველოს“ მორიგ კონკურსში გამარჯვებულებს სერტიფიკატებს გადასცემს.
საკ. პირები: ვახტანგ კუპრავა 599 501 014; ლელა წიკლაური 577 745 353; ნინო ედილაშვილი 595 044 480
18:00 საათზე – ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, 2016 წლის საქმიანობის შემაჯამებელ ღონისძიებას გამართავს და სასამართლო ინსტანციის, საჯარო და კერძო სფეროს წარმომადგენლებსა და ჟურნალისტურ კორპუსს სპეციალურ ნომინაციებში დააჯილდოვებს.
მისამართი: ქ. თბილისი, ლ. გუდიაშვილის ქ. #7
საკონტაქტო ინფორმაცია: გიორგი ზოიძე, 599 291202
18:00 საათზე - საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში, თამარ ნიჟარაძის და ნანა გოგიბერიძის ნამუშევრების გამოფენა გაიმართება, სახელწოდებით - „შობის ვარსკვლავი“.
18:30 საათზე -„მწერალთა სახლში“, მოთხრობების კრებულის - „მოკლული ქალების ამბების“ წარდგენა გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები






