სესხების საპროცენტო განაკვეთებს ერთიანი ჭერი დაუდგინდებათ, რომელიც წლიურ 100%-იან განაკვეთს შეადგენს
ბიზნესი & ეკონომიკა - 16:59, 27 Dec, 2016     7111

სესხების საპროცენტო განაკვეთებს ერთიანი ჭერი დაუდგინდებათ, რომელიც წლიურ 100%-იან განაკვეთს შეადგენს, აღნიშნულს ფინანსთა სამინისტროსა და ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებულის საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი ითვალისწინებს.

"მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის, გარდა ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სესხისა, პროცენტის განსაზღვრის შემთხვევაში, გაცემული სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი არ უნდა აღემატებოდეს 100%-ს, მათ შორის, სესხის ვადის გაგრძელების შემთხვევაში. ამ ნაწილის მიზნებისათვის, არსებული სესხის ვადის გაგრძელებად მიიჩნევა სესხის დაფარვის შემდეგ ახალი სესხის გაცემა, თუ არსებული სესხის დაფარვიდან ახალი სესხის გაცემამდე არ არის გასული 5 სამუშაო დღე.

დღეისათვის, როცა სესხებზე ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, დაბალი ფინანსური განათლების პირობებში მოსახლეობისათვის რთულად დასაგეგმი აღმოჩნდა საკუთარი ფინანსების მართვა. შედეგად, საკმაოდ ხშირად ჭარბვალიანობა და მასთან დაკავშირებული პრობლემები მოსახლეობისთვის საკმაოდ მწვავე პრობლემად იქცა.

ხარჯები, გამოხატული საპროცენტო განაკვეთებში, მაღალია და ზოგჯერ დაუფარავადაა მითითებული შესაბამის ვებგვერდებზეც, თუმცა მსესხებელს აღნიშნულ ხარჯის აღქმა უჭირს, რადგან სესხის თანხა, როგორც წესი, ძალიან მცირეა და შესაბამისად მცირე გამოდის საპროცენტო და საკომისიო ხარჯების მოცულობა აბსოლუტურ მნიშვნელობებში.

აღებული თანხის დაბრუნება, როგორც წესი, არ ხდება პირველივე ვადაში და მომხმარებლები მის გადავადებას ახდენენ მრავალჯერადად, დამატებითი საკომისიოების ხარჯზე. შედეგად, მომხმარებლის ხარჯები საკმაოდ მძიმდება, მას ყოველთვიურად აღებული თანხის 34-60%-ის გადახდა უწევს თანხისთვის, რომლის აღების მიზნობრიობა უკვე დიდი ხანია აღარც ახსოვს.

ვადაგადაცილების შემთხვევაში ხარჯებს ემატება პირგასამტეხლოც - ის, როგორც წესი, ვადაგადაცილებული თანხის მინიმუმ 1%-ს შეადგენს დღეში. საბოლოო ჯამში, მსესხებლის მიერ კრედიტორისთვის გადახდილი თანხა ან ვადაგადაცილებებისას მიმდინარე დავალიანება შეიძლება რამდენჯერმე აღემატებოდეს თავდაპირველად აღებული სესხის თანხას.

ერთი შეხედვით, პროდუქტი თავისთავად შეიძლება განვიხილოთ, როგორც საჭირო, რადგან ის ადამიანებს აძლევს ხელმისაწვდომობას ფინანსებზე და თან მათი საჭიროებისას მეგობრებისა და სხვა ნაცნობებისაგან სესხების უხერხულობისთვის თავის არიდების კარგი საშუალებაცაა, მაგრამ რეალობაში ძალიან ხშირად ის დიდი პრობლემებისა და ადამიანური ტრაგედიების საფუძველი ხდება.

პრობლემის არსი მდგომარეობს იმაში, რომ ნაწილობრივ გაუმჭვირვალე პირობების და მიზნობრივი სეგმენტის დაბალი ფინანსური განათლების პირობებში, „კეთილშობილი“ პროდუქტი თავისი მთავარი არსის საპირისპიროდ ტრანსფორმირდება და სწრაფი, მოკლევადიანი სესხის ნაცვლად სახეზე ვიღებთ გრძელვადიან სესხს შეუსაბამოდ მაღალი ხარჯებით.

შესაბამისად, დღის წესრიგში დადგა საკითხი, დარეგულირებულიყო საკრედიტო ურთიერთობები მომხმარებელთა უფლებების დაცვის ინტერესების გათვალისწინებით", - წერია კანონის განმარტებით ბარათში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42