გამოძიების ინფორმაციით, გამომძიებლები მივიდნენ დასკვნამდე, რომ თვითმფრინავი ტექნიკურად სრულიად გამართული იყო. შესაბამისად, ლაინერის ტრაგედიაზე პასუხისმგებლობა პილოტს, ავიაკომპანია LaMia-ს და ბოლივიის მარეგულირებელ ორგანოებს ეკისრებათ.
გამომძიებლების ცნობით, პილოტმა გაფრენამდე საწვავის დამატება არ ითხოვა, ამავდროულად, მან ძრავების გაჩერების შესახებ სადისპეტჩერო სამსახურს დაგვიანებით შეატყობინა.
გარდა ამისა, გამომძიებლები აცხადებენ, რომ დარღვევების მიუხედავად, ავიაკოამპანიამ და ბოლივიის საავიაციო ხელისუფლებამ ფრენის გეგმა დაადასტურეს. კონკრეტულად, თვითმფრინავი გადატვირთული იყო და იმაზე მაღალ სიმაღლეზე მიფრინავდა, ვიდრე ამის საშუალებას ტექნიკური მახასიათიაბლები აძლევდა.
ავიაკომპანიის ხელმძღვანელი და მისი შვილი უკვე დაკავებულები არიან. რაც შეეხება პილოტს, ავიაკატასტროფაში დაიღუპა.
ავიაკომპანია LaMia-ს თვითმფრინავი, რომლის ბორტზე ბრაზილიური კლუბის "შაპეკოენსეს" ფეხბურთელები და ჟურნალისტები იმყოფებოდნენ, კოლუმბიის მთებში ჩამოვარდა. ავიაკატასტროფის შედეგად გადარჩა მხოლოდ ხუთი ადამიანი, მათ შორის სამი ფეხბურთელი.
შაპეკოენსის ფეხბურთელები ისტორიაში პირველად, სამხრეთ ამერიკის თასის ფინალური მატჩის სათამაშოდ მიემართებოდნენ.
მასალის გამოყენების პირობები






