Korean Air-ის თანამშრომლებს ელექტროშოკები ადრეც გადაეცათ, თუმცა დაუმორჩილებელი მგზავრების წინააღმდეგ არსოდეს გამოუყენებითა, რადგან წესების თანახმად, მისი გამოყენების უფლება მაშინ ჰქონდათ, თუკი ბორტზე მყოფი მგზავრების ან ეკიპაჟის წევრების სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრებოდა.
ახალი წესების თანახმად, კი პერსონალი შეძლებს ელექტროშოკის გამოყენებას იმ შემთხვევებში, თუკი მგზავრი აგრესიას გამოხატავას.
ბორტგამცილებლები ელექტროშეკების გამოყენების შესასწავლად სპეციალურ კურსებს გაივლიან.
კომპანიამ მსგავსი გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც გასულ კვირას ჰანოა-სეულის რეისის შესრულებისას ბორტზე ინციდენტი მოხდა. მგზავრებს შორის შელაპარაკებისას, ერთ-ერთმა მეორეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. აეროპორტში დაშვებისთანავე, მგზავრი სამართალდამცავებმა აიყვანეს, თუმცა შემთხვევა ამით არ დასრულება.
როგორც აღმოჩნდა ბორტზე ამერიკელი მომღერალი რიჩარდ მაქსი იმყოფებოდა, რომელმაც თვითერზე დაწერა, რომ Korean Air-ის თანამშრომლები მსგავსი შემთხვევისთვის ძალიან ცუდად მომზადებულები აღმოჩნდნენ. ბორტგამცილებლები გააკრიტიკა მომღერლის მეუღლემაც. მისი თქმით, მათ ელექტროშოკები ჰქონდათ, თუმცა არ იცოდნენ, თუ როგორ გამოეყენებინათ.
მასალის გამოყენების პირობები






