10 საქორწილო კაბა, რომელიც მოდის ისტორიაში შევიდა (ფოტოკოლაჟი)
ეს საინტერესოა - 12:02, 03 Jul, 2018     25585
საქორწილო კაბა ქალის ცხოვრებაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან სამოსად ითვლება. ზოგიერთი მათგანი კი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ არა მარტო ქალის ცხოვრებაში, არამედ მოდის ისტორიაშიც მნიშვნელოვანი კვალი დატოვა.











პრინცესა დაიანა

პრინც ჩარლზთან „საუკუნის ქორწინებისთვის“ 1981 წელს პრინცესა დაიანამ დიზაინერების დევიდ და ელიზაბეთ ემანუელების სპილოსძვლისფერი კაბა აირჩია.

ქეით მიდლტონი

ბრიტანელი მონარქების კიდევ ერთი ქორწილი უკანასკნელი წლების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა გახდა. პრინცი უილიამის მეუღლეს ქეით მიდლტონს ალექსანდრ მაკქუინის კაბა ეცვა.



მეგან მარკლი


2018 წელი მორიგი სამეფო ქორწილის მოლოდინით დაიწყო. პრინცი ჰარი ყოფილ ამერიკელ მსახიობზე მეგან მარკლიზე დაქორწინდა. მეგანს კლერ ვეით კელერის Givency-ს კაბა ეცვა.


გრეის კელი

საქორწინო გამოცემის Conde Nast Brides-ის აზრით, ეს კაბა ყველა დროის ყველაზე ელეგანტური სამოსია. გრეის კელისა და მონაკოს ტახტის მემკვიდრის რენე III ქორწილიდან ნახევარი საუკუნე გავიდა, თუმცა ეს კაბა კვლავ ეტალონად რჩება.


სარა ჯესიკა პარკერი ფილმში „სექსი დიდ ქალაქში“

ვივიენ ვესტვუდის ექსტრავაგანტური საქორწილო სამოსი, რომლითაც კერი ეკრანზე გამოჩნდა სერიალის თაყვანისმცემლებისთვის განსაკუთრებულად დასამახსოვრებელი გახდა და საუკეთესო კინო-სამოსის ერთ-ერთ ნიმუშად იქცა.

ჯაკლინ კენედი

1953 წელს ჯეკი კენედი ცოლად გაჰყვა ჯერ კიდევ სენატორ ჯონ კენედის. მომავალი პირველი ლედის კაბა გასული საუკუნის შუა წლებისთვის იდეალურ სამოსად შეიძლება შეფასდეს.



ანჯელინა ჯოლი

ამ ქორწილს თაყვანისმცემლები დიდხანს ელოდნენ. ცერემონიალის მთავარი გმირები კი წყვილის შვილები იყვნენ. სწორედ მათი ნახატების გადატანა მოსთხოვა ანჯელინა ჯოლიმ დიზაინერს მის საქორწილო სამოსზე. ამით ვერსაჩეს სამოსი კიდევ უფრო უნიკალური გახდა.



მერლინ მონრო

ასეთი ასკეტური სამოსი შეარჩია მერლინ მონრომ თავისი მეორე ქორწინებისთვის ჯო დი მაჯოსთან, იმის მიუხედავად, რომ ის კლასიკური გაგებით საქორწილო კაბის კრიტერიუმებში არ ჯდება, მაინც დასამახსოვრებელ სამოსად იქცა.


კრისტენ სტიუარტი ფილმში „ბინდი“

ფილმში „ბინდი“ ვამპირთან ქორწინებისთვის ბელას სამოსი დიზაინერმა კაროლინა ერერამ შეუკერა. მისმა ღირებულებამ 35 ათასი შეადგინა.


რენე ზელვეგერი

კაროლინა ერერას შექმნილია კიდევ ერთი ცნობილი საქორწილო კაბა, ამჯერად რენე ზელვეგერისთვის. კაბა მსახიობს 2005 წელს ეცვა. მარტივმა, ლამაზმა და ლაკონურმა კაბამ მინიმალისტური მოდის თაყვანისმცემლების მოწონება დაიმსახურა.



ვიქტორია ბექჰემი

ამჯერად ვიქტორია თავად ქმნის სამოს, მათ შორის საქორწილოსაც, თუმცა დევიდ ბექჰემთან ქორწინებისთვის მას კაბა დიზაინერმა ვერა ვონმა შეუკერა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42