,,99%-ის ალბათობით ეს ტერაქტია. თვითმფრინავი შესაძლოა თურქეთში აფეთქებულიყო“ - ვლად ლიუბინი
მსოფლიო - 22:19, 26 Dec, 2016     32982
ექსპერტი ავიაციის საკუთხებში ლიუბინი დარწმუნებულია, რომ ტუ-154-მა კატასტროფა ტერაქტის შედეგად განიცადა. მისი აზრით, ასაფეთქებელი მექანიზმი შესაძლოა ჩამონტაჟებული იყო თვითმფრინავის ბორბლებში ჯერ კიდევ მოსკოვის აეროპორტში, საიდანაც ის საწვავის მარაგის შესავსებად სოჭში გაფრინდა.

,,99% დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის ტერაქტი, რომელიც განხორციელდა ბორტზე აფეთქების შედეგად. თვითმფრინავი აფეთქდა ჰაერში“ - ამბობს ლიუბინი.

ამის დასადასტურებლად ექსპერტს მედიაში ტექნიკური არგუმენტები მოჰყავს.

,,ბომბი შესაძლოა ყოფილიყო ნებისმიერ ადგილას, მაგრამ საინტერესო არის ის, რომ სანაპიროდან კილომეტრნახევრის მოშორებით იქნა აღმოჩენილი ბორბლების სამაგრი. ის პირველი მოძვრა თვითმფრინავს, არ არის გამორიცხული, რომ სწორედ მანდ იყო მუხტი“.

ექსპერტი ასევე აღნიშნავს, რომ თვითმფრინავის ნამსხვრევების მრავალკილომეტრიანი გაფანტვა შესაძლებელია მხოლოდ ჰაერში აფეთქების შედეგად.

ალტერნატიული ვერსიის განხილვისას, ლიუბინი აცხადებს, რომ შეუძლებელია 8 კილომეტრის რადიუსზე გაფანტულიყო ლაინერის ნამსხვრევები.

შეგახსენებთ, რომ ალტერნატიული ვერსია არის თვითმფრინავის ზღვაში ჩავარდნა.

,,ეს მოხდა სწრაფად ჰაერში და ნამსხვრევები შორს გაიფანტა. მსხვრევის ტიპის მიხედვით, აღნიშნული ავიაკატასტროფა არის წმინდა წყლის ტერაქტი“ - ასკვნის ექსპერტი. ის აგრეთვე გამოთქვამს მოსაზრებას, რომ რომ არა თვითმფრინავის დაჯდომა ადლერში, ყველა გათვლებით ეს აფეთქება მოხდებოდა თურქეთში.

,,თვითმფრინავს არ უნდა გაეკეთებინა შუალედური დაჯდომა ადლერში, მას ჰყოფნიდა საწვავი, თუმცა, რატომღაც თვითმფრინავი საწვავის დასამატებლად სოჭში დასვეს. რომ არა ეს შუალედური დაჯდომა ის აფეთქდებოდა თურქეთის ცაში“ - ვარაუდობს ექსპერტი.

უფრო ადრე, არაერთმა ექსპერტმა, რომლებიც მედიის მიერ იყვნენ გამოკითხული, აღნიშნეს, რომ თვითმფრინავი სავარაუდოდ, აფეთქდა ჰაერში დაგეგმილი აფეთქების შედეგად.

მიუხედავად იმისა, რომ ეფ-ეს-ბე და სხვა ოფიციალური სტრუქტურები ტერაქტის ნიშნებს ვერ ხედავენ, ექსპერტები უფრო და უფრო მეტად იხრებიან ტერაქტისაკენ.

გაზეთ ,,კომერსანტს“ მოჰყავს საჰაერო ძალების მაიორის მფრინავ კონსტრუქტორის ანდრეი კრასნოპეროვის მოსაზრება, რომ ინსტრუქტორს ეჭვიც არ ეპარება იმაში, რომ ლაინერი ჰაერში აფეთქდა. ის ასახელებს ორ არგუმენტს ტერაქტის სასარგებლოდ, პირველი - ნამსხვრევების გაფანტვა 15 კილომეტრის რადიუსში და მეორე - აფრენიდან, ძალიან სწრაფად, წამიერად ფრენის შეწყვეტა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42