შავ ზღვაში ჩავარდნილ Ту-154-ში შესაძლოა ტოტო კუტუნიოც ყოფილიყო- "ამაში ბედისწერის ხელი ურევია"
მსოფლიო - 21:35, 26 Dec, 2016     28922
სირიაში რუსულ სამხედრო ანსამბლთან ერთად კონცერტის ჩასატარებლად პოპულარული იტალიელი მომღერალი ტოტო კუტუნიოც იყო მიწვეული, ამის შესახებ იტალიური მედია წერს.

„მე შოკირებული ვარ ამ ტრაგედიით“ - განაცხადა ტოტო კუტუნიომ, ქალაქ სოჭთან მომხდარი ავიაკატასტროფის შესახებ საუბრისას, რომელმაც 92 ადამიანი, მათ შორის ალექსანდროვის სახელობის ორკესტრიც იმსხვერპლა.

კუტუნიოს თქმით მან მოწვევა კონცერტში მონაწილეობასთან დაკავშირებით ერთი თვის წინ მიიღო, ის მოსკოვში უნდა გადაფრენილიყო და შემდეგ კი იქიდან სირიაში გამგზავრებულიყო, თუმცა მას სხვა გეგმები გამოუჩნდა და უარის თქმა მოუწია. მისი თქმით "ამაში ბედისწერის ხელი ურევია".

აღნიშნულ ორკესტრთან კუტუნიოს ადრეც არაერთხელ უთანამშრომლია.

რუსეთის თავდაცვის უწყების თვითმფრინავი Ту-154 შობას, 25 დეკემბერს ქალაქ სოჭთან სანაპიროდან 14-16 კმ-ის დაშორებით, ზღვაში ჩამოვარდა. თვითმფრინავის ბორტზე 92 ადამიანი იმყოფებოდა. მათ შორის 64 ადამიანი ალექსანდროვის სახელობის სამხედრო ანსამბლის წევრი იყო, რომლებსაც სირიაში მყოფი რუსი ჯარისკაცებისთვის საახალწლო კონცერტი უნდა ჩაეტარებინათ, მათ გარდა თვითმფრინავში იმყოფებოდნენ ჟურნალისტებიც.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42