„როსნეფტის“ ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირი ოლეგ ეროვინკინი მოსკოვში გარდაცვლილი იპოვეს, ეროვინკინი კომპანიაში 2012 წლიდან მუშაობდა და ოლეგ სეჩინის სამდივნოს ხელმძღვანელობდა, სეჩინის აპარატის ხელმძღვანელის თანამდებობას იკავებდა ეროვინკინი 2008-2012 წლებშიც, როდესაც სეჩინი ვიცე-პრემიერის პოსტს იკავებდა.
„როსნეფტის“ პრესსამსახურის განცხადებით ოლეგ ეროვინკინი ავრომობილით გადაადგილდებოდა, რა დროსაც ის გულის შეტევით გარდაიცვალა .
ეროვინკინი კომპანიაში პასუხისმგებელი იყო საიდუმლო დოკუმენტების მომზადებაზე და გადაგზავნაზე, გარდაცვლილს ექსპერტიზას რუსეთის უშიშროების სამსახურის თანამშრომლები ჩაუტარებენ.
ეროვინკინი გახლდათ ФСБ-ს გენერალი. КГБ-ს ორგანოებში სსრკ-ს პერიოდში იგი 1976 წლიდან 90-იანი წლების დასაწყისამდე მსახურობდა, რის შემდეგაც გადავიდა პრეზიდენტ ბორის ელცინის ადმინისტრაციაში, ხოლო 1994 წელს დაინიშნა პრეზიდენტის აპარატის სახელმწიფო საიდუმლოებების დაცვის უფროსის თანაშემწედ. ამის შემდეგ ეროვინკინი მუშაობდა რუსეთის პრეზიდენტის საიდუმლო დოკუმენტების და სახელმწიფო საიდუმლოებების ასევე, ინფორმაციების და დოკუმენტაციის უზრუნველყოფის განყოფილების უფროსად.
2008 წლიდან ხელმძღვანელობდა რუსეთის ფედერაციის მთავრობის, იგორ სეჩინის სამდივნოს, რომელიც შედის პრეზიდენტ პუტინის ახლობლების გარემოცვაში. 2012 წელს სეჩინთან ერთად სამუშაოდ "როსნეფტში" გადავიდა.
მასალის გამოყენების პირობები






