მესამე არჩევანის გარეშე დატოვებული საზოგადოება და უიმედო ეკონომიკური პროგნოზი - გია ხუხაშვილი 2016 წელს აფასებს
პოზიცია - 18:15, 26 Dec, 2016     4353
2016 წლის საშინაო პოლიტიკის შედეგებსა და 2017 წლის პერსპექტივებზე "ნიუპოსტი" ექსპერტს გია ხუხაშვილს ესაუბრა.

- როგორი იყო 2016 წელიწადი ქვეყნისა და ხელისუფლებისათვის?

- 2016 წელს რამდენიმე საყურადღებო მოვლენა იყო. პოზიტივით რომ დავიწყოთ, ევროინტეგრაციის მიმართულებით ცოტათი წინ წავიწიეთ.

2016 წელი იყო საარჩევნო წელი და აქიდან მინუსებით გამოვედით. ქვეყანაში არაფერი შეცვლილა, სამწუხაროდ იგივე მანკიერ წრეზე ვტრიალებთ. შუას გაკრეფის პრინციპით განვითარდა პოლიტიკური პროცესები და მესამე არჩევანი იქნა დანგრეული, მაშინ, როდესაც მესამე არჩევანზე მოთხოვნილება საზოგადოებაში ძალიან მაღალი იყო.

ამომრჩევლის განწყობა იყო, რომ მას ჰყავს ცუდი ხელისუფლება და ცუდი ოპოზიცია ნაციონალური მოძრაობის სახით. საარჩევნო ტექნოლოგიებმა საქართველოში ამომრჩეველი მესამე არჩევანის გარეშე დატოვა. ამასთან დანარჩენმა ოპოზიციამაც ვერ გამოიჩინა თავი და ვერ შესთავაზა საკუთარი კანდიდატურა ამომრჩეველს, მათი სისუსტეც იყო აქ პრობლემატური. საბოლოო ჯამში, ფინალში მივიღეთ ისევ ორპოლუსიანი პოლიტიკური პროცესი. ეს არის ძალიან სამწუხარო, რადგან არ ასახავს იმ რეალობას და იმ მოსაზრებებს, რომელიც საშუალო სტატისტიკურ ამომრჩეველს აქვს.

მეორე საკითხია, ის ძალიან მძიმე სოციალური პრობლემატიკა, რომელიც საქართველოშია ქვეყანაში ვითარების დამძიმება საკმაოდ ძლიერი დევალვაციის ფონზე. ამან ძალიან მძიმე ვითარება შექმნა, რომელიც განვითარებას ალბათ 2017 წლის გაზაფხულზე ჰპოვებს.

- რა იყო საშინაო პოლიტიკის მთავარი პრობლემა?

- საშინაო პოლიტიკის მთავარი პრობლემა ზუსტად ის იყო, რომ არაფერი ხდებოდა. საარჩევნო პოლიტიკურ პროცესს თუ არ ჩავთვლით, არც არაფერი მომხდარა ისეთი, რომ ყურადღების მიქცევად ღირდა. ამ ხელისუფლებას ეს უნიკალური თვისება აქვს, მართალია ვერაფერს აკეთებს, მაგრამ არც არაფერს აფუჭებს.

- 2016 წლის შეცვლილი პოლიტიკური რეალობა - საკონსტიტუციო უმრავლესობით ზურგგამაგრებული "ქართული ოცნება" და პრობლემები მთავარ ოპოზიციურ პარტიაში - რა მოხდება 2017 -ში?

- საკონსტიტუციო უმრავლესობა ძალიან პირობითი რაღაცაა, ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა. ხელისუფლებაში ვინც არის, მას საკონსტიტუციო უმრავლესობა აქვს თუ არა, ყველა მექანიზმი აქვს იმისათვის, რომ რაც უნდა ის აკეთოს. უახლეს ისტორიაში სამწუხაროდ ასე ვართ მიჩვეულები.

რაც შეეხება ენმ-ს, მაინც მათი - "ნაციონალური მოძრაობის" პრობლემებია და არა სახელმწიფოებრივი. მე ვფიქრობდი, რომ სააკაშვილს რაციონალური აზროვნების უნარი აქვს და ექსტრემალურ ვითარებაში კარგად არის მობილიზებული და სწორ სვლებს პოულობს, თუმცა ამ სიტუაციაში, თავისი მოქმედებებით აბსოლუტური არაადეკვატურობა გამოავლინა. შეუძლებელია, ის ვერ ხვდებოდეს, რომ მეორე მხარეს მყოფი პოლიტიკური ელიტის ჩამოშორება პარტიას და მასაც დააზარალებს, რადგან ინტელეტუალური და საპარლამენტო ნაწილი სწორედ მეორე მხარესაა. იმათ კი, ვინც სააკაშვილის ფრთაზე ხმალამოღებულები იბრძვიან, პარტიული და პოლიტიკური მენეჯმენტის წარმართვა გაუჭირდებათ. სააკაშვილისთვის კი უკრაინიდან პროცესების მართვა რთული იქნება, მითუმეტეს ახლა, როცა აშკარად იდეების სიმცირეს განიცდის.

ნაციონალურ მოძრაობაში დაპირისპირების საფუძველი არ არსებობდა. ჩემი აზრით, სწორი გადაწყვეტილება იყო, როცა პარლამენტში შესვლაზე გადაწყვეტილება მიიღეს, რადგან რევოლუციური სცენარის ობიექტური საფუძველი ნამდვილად არ არსებობდა. ასეთ ციკლში შესვლა ამ პარტიის მეტ პრობლემას გამოიწვევდა. ფაქტობრივად, ახლა მეორე ფრთა იმიტომ ისჯება, რომ თავის დროზე სწორი გადაწყვეტილება მიიღო და გაიტანა ეს გადაწყვეტილება. სააკაშვილის ეს არაადეკვატურობა კიევში შექმნილი პრობლემებით შეიძლება აიხსნას.

- აქვს თუ არა "ოცნების" ხელისუფლებას 2016 წელს დაგროვილი პრობლემების მოგვარების შანსი და რესურსი 207 წელს?

- ეს რესურსი ჯერ-ჯერობით არ ჩანს. ვისურვებდი, რომ პრობლემები გამოესწორებინათ, ეს გაუარესება მარტო მათი პრობლემა არ არის, ჩვენს თავზე უნდა გადავიდეს ეს ყველაფერი. სიმპტომებს, რომ ხელისუფლება ადეკვატური იყოს იმ პრობლემების მიმართ, რაც ქვეყნის წინაშე დგას, არ ჩანს.

ის გეგმა კი, რომელიც ხელისუფლებამ გამოაქვეყნა, რბილად რომ ვთქვათ ძალიან სუსტია, არაამბიციური, საშუალო დონის მენეჯერების გაკეთებული, რაღაც შპს-სთვის და არა სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, რეფორმატული გუნდის.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42